გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ (CDU/CSU) კონსერვატიული ბლოკი 28.6%-ით ლიდერობს. ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) – 20.4%-ით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
მემარცხენე-ცენტრისტულ „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ (SPD) 16.3% აქვს, „კავშირი 90/ მწვანეებს“ - 12.3%-ს, „მემარცხენე პარტიას“ - 8.5%,
5%-იანი ბარიერის და შესაბამისად, პარლამენტის მიღმა რჩებიან ლიბერალური „თავისუფალი დემოკრატიული პარტია“ (FDP) – 4.7% და მემარცხენე პოპულისტური „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ (BSW) – 4.9%. დანარჩენ პარტიებს ჯამში 4.3% აქვთ.
შედეგები აჩვენებს, რომ CDU/CSU-ის ბლოკს კოალიციური მთავრობის შექმნა მოუწევს.
კანცლერის თანამდებობას ფრიდრიხ მერცი დაიკავებს, რომელიც „სოციალ-დემოკრატიულ პარტიის“ (SPD) ლიდერს, ოლაფ შოლცს შეცვლის.
შოლცმა, 2021 წლიდან გერმანიის კანცლერმა, არჩევნების შედეგებს „მწარე“ უწოდა და თქვა, რომ ეს მისი პასუხისმგებლობაა. მან მერცს გამარჯვება მიულოცა, ყველა პარტიას მოუწოდა, არ იმუშაონ ულტრამემარჯვენეებთან.
შოლცის SPD-ს ყველაზე ცუდი შედეგი აქვს ბუნდესტაგის არჩევნების ისტორიაში. ამავდროულად, ულტრამემერჯვენე AfD-მ ოთხ წელიწადში თავისი მაჩვენებლები ორჯერ გააუმჯობესა.
69 წლის ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ AfD-სთან კოალიციაში არ შევა.
„ჩვენ ეს ვთქვით არჩევნებამდე და ხალხმა, ვინც ხმა მისცა AfD-ს, ეს იცოდა. ძალიან მკაფიოა, რომ არჩევნები მოვიგეთ. ჩემი მიზანია, შევქმნა მთავრობა, რომელიც წარმოადგენს მთლიან ქვეყანას და რომელიც ქვეყნის პრობლემებს გადაწყვეტს. საიდუმლო არ არის, რომ მირჩევნია მხოლოდ ერთი კოალიციური პარტნიორი მყავდეს“, - განაცხადა მერცმა.
ბუნდესტაგის შემდეგი არჩევნები 2025 წლის სექტემბრის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ვადამდელი არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც კანცლერ ოლაფ შოლცის კოალიციური მთავრობა - „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“, „მწვანეებისა“ და „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ შემადგენლობით - დაიშალა.
გერმანიის პარლამენტში სულ 630 ადგილია. მთავრობის ფორმირებისთვის მინიმუმ 316 ადგილის მოპოვებაა საჭირო.
