ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, 122-ე შეხვედრა გაიმართა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ეგორ კოჩიევის თქმით, ამჯერადაც მოითხოვეს სოფელ ჩორჩანაში განთავსებული ქართული პოლიციის საგუშაგოს აღება. როგორც ის ამბობს, საქართველოს ხელისუფლებას საკითხის გადაწყვეტა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო უჭირს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია დატოვა
- 4 შევეცდებით ხარვეზი აღმოვფხვრათ - მდინარაძე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე
- 5 დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში - ზურაბიშვილი
- 6 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
„ეს საკითხი მუდამ დღის წესრიგშია, ჩვენ ვეძებთ გადაწყვეტილებებს. ამჟამად, საკმაოდ რთული ვითარებაა, ჩემი აზრით, ჩატარებული არჩევნები და დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციები ჯერ არ აძლევს საქართველოს ხელმძღვანელობას, ამ საკითხის გადაწყვეტის საშუალებას“, - თქვა კოჩიევმა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში, როემლიც ოკუპირებულ წნელისს ესაზღვრება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგო 2019 წლის აგვისტოში განთავსდა. ცხინვალი რეჟიმი აცხადებს, რომ საპოლიციო პოსტი მისი „ტერიტორიის სირღმეშია“ და უკანონოა.
19 ნოემბრის შეხვედრაზე კიდევ ერთ მთავარ საკითხად განიხილეს კონტრაბანდა, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ოს მოკავშირეებთან შეთანხმებით, ცხინვალის რეგიონიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოაქვთ.
„გაიზარდა კონტრაბანდასთან დაკავშირებული დარღვევების რაოდენობა. ყველაზე ხშირად ეს არის სიგარეტის კონტრაბანდა. არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან საქართველოში სიგარეტის გადატანას ცდილობენ. ამოქმედდა სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების სისტემა, ის საკმაოდ სერიოზულად არის აღჭურვილი ყველა სახის ტექნიკური საშუალებებით... ბოლო პერიოდში სამი შემთხვევა დაფიქსირდა“, - თქვა კოჩიევმა და დაამატა, რომ სამართალდამრღვევთა წინააღმდეგ სანქციებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასამართლო დააწესებს.
გარდა ამისა, კოჩიევმა წუხული გამოთქვა თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ე.წ. საზღვრის დრონებით ხშირი კვეთის გამო.
„დრონების საკითხი ყოველ ჯერზე განიხილება. ამ დროისთვის საკმაოდ ბევრი დარღვევა დაფიქსირდა უპილოტო აპარატების მხრიდან, რომელთა ვინაობის დადგენა საკმაოდ რთულია. ქართული მხარე არ აღიარებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატები მათ ეკუთვნით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაპირდაპირი, მაგრამ აშკარა მტკიცებულება, რომ ის ჩვენს რესპუბლიკაში ქართული მხრიდან დაფრინავს ხოლმე,“ - განაცხადა მან.
ერგნეთში მხარეებმა „საზღვრის რეჟიმის“ დარღვევის შემთხვევებზეც ისაუბრეს. ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა“ მხოლოდ ოქტომბერში, 23 ადამიანი დააკავეს.
ქართული მხარემ ახალგორის მოსახლეობისთვის ე.წ. გამშვები პუნქტების ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობა მოითხოვა.
„ჩვენი შეთავაზება მდგომარეობს იმაში, რომ ე.წ. გადასასვლელები ფუნქციონირებდეს ყოველდღიურ რეჟიმში. ეს არ არის ჩვენი „კაპრიზი“, არამედ, ეს არის ყოველდღიურობით განპირობებული გადაუდებელი აუცილებლობა ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობისათვის. არ არის საკმარისი ის 10-დღიანი პერიოდი, როდესაც ყოველი თვის ბოლო დეკადაში იხსნება ე.წ. გადასასვლელი“, - თქვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთიძემ.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ე.წ. ბორდერიზაციის შეწყვეტას ითხოვს. როგორც ირაკლი ანთიძემ თქვა, სწორედ ეს უკანონო პროცესია „ყველა იმ სერიოზული ინციდენტის მიზეზი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ხდება.
„კიდევ ერთხელ გაჟღერდა შეთავაზება, რომ ეს დესტრუქციული მოვლენა ჩანაცვლდეს თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობით,“ - აღნიშნა ანთიძემ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ, მკაცრად მოითხოვეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების დასჯა, ასევე, განსაკუთრებული სიმკაცრით იქნა დაყენებული უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი.
„ძალიან აქტიურად დაგვიჭირეს მხარი ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და კეთდება ყველაფერი, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი ყველა თანამოქალაქე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს“, - განაცხადა ანთაძემ. ამ დროისთვის ცხინვალში უკანონო პატიმრობაში საქართველოს ცხრა მოქალაქე იმყოფება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2025 წლის 14 თებერვალს ჩაინიშნა.