პრორუსული პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საქართველო პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიზნით მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს. პარტიის საერთაშორისო მდივანმა მამუკა ფიფიამ განაცხადა, რომ საქართველოს „ახალი გეორგიევსკის ტრაქტატი“ სჭირდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ბიზნესმენმა ფიფიამ ირაკლი კობახიძესა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რუსულ ენაზე თელავიდან მიმართა, სადაც თანაპარტიელებთან ერთად გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის 241-ე წლისთავი აღნიშნა.
მამუკა ფიფიას განცხადებით, მე-18 საუკუნის მიწურულს სწორედ რუსეთმა აღმოუჩინა საქართველოს მძლავრი მხარდაჭერა და „გადარჩენის თავშესაფარი“ გახდა „დაქუცმაცებული პატარა ქვეყნისთვის“, როდესაც ის „არსებობის უფლებისთვის იბრძოდა“ მუსლიმური ძალების წინააღმდეგ. მისი თქმით, ახლა აგრესორი დასავლეთია, რომელიც ცდილობს რუსული ცივილიზაციის განადგურებას და საქართველოს „ომის უფსკრულში“ გადაგდებას. ფიფიამ აღნიშნა, რომ რუსეთი და საქართველო კვლავ უნდა გაერთიანდნენ, რათა დაუპირისპირდნენ „დროის უზარმაზარ გამოწვევებს“.
„საქართველომ და რუსეთმა უნდა დაძლიონ უთანხმოებები და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გაერთიანდნენ. ჩვენ, ისევე როგორც ჩვენს წინაპრებს მე-18 საუკუნის ბოლოს, სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა საერთო ეკონომიკური, კულტურული, საინფორმაციო, სამხედრო-პოლიტიკური სივრცის შექმნისა. ამის გარეშე შეუძლებელია მტკიცე მშვიდობისთვის პირობების უზრუნველყოფა, განვითარება და აყვავება“, - განაცხადა ფიფიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოქტომბრის ბოლოს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი და „ანტისახელმწიფოებრივი ძალები გადატრიალებას ამზადებენ“.
„თუ მოხდება ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური ცვლილება, საქართველო დაშლისა და განადგურების საფრთხის ქვეშ დადეგბა. მთელი ქართული საზოგადოება უნდა იყოს მზად, რომ არ დაუშვას დასავლეთის რევანში. ამიტომ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან, რათა სწრაფად აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები.
მივმართავთ ორი ქვეყნის ხელისუფლებას, დაიწყონ კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენისთვის პირობების მომზადება უმოკლეს პერიოდში მოსკოვსა და თბილისს შორის სტრატეგიული კავშირის აღდგენის პერსპექტივით. დროა აღვადგინოთ უსაფრთხოების საერთო სივრცე“, - განაცხადა მამუკა ფიფიამ.
მამუკა ფიფიამ თელავში ყოფნის დროს ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ დღეს რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან ძალიან მძლავრი სიგნალები მოდის და ამის არ გამოყენებას „არ გვაპატიებს არც ჩვენი წინაპარი და არც მომავალი“.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს, აგვისტოს ომისა და მოსკოვის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. რამდენიმე დღის წინ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან დიალოგისთვის, დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის მიუხედავად.