დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა, თუმცა არც ვეტო გამოიყენა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. სწორედ პაპუაშვილის ხელმოწერით შევა ძალაში სადავო საკანონმდებლო ცვლილებები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
„ზურაბიშვილისგან მოგვივიდა წერილი, რომ ის არც ხელს აწერს და არც მოტივირებული შენიშვნებით აბრუნებს ამ კანონს, ანუ ვეტო არ არის და შესაბამისად, არ არის მოტივირებული შენიშვნები. რაც ჩვენ წინა ვეტოებთან დაკავშირებით ვიხილეთ, როცა არგუმენტად „იმიტომ“ იყო მოყვანილი. როგორც ჩანს, ქალბატონი სალომეს საპარლამენტო მდივანს ამ ჯერზე „იმიტომ“ არგუმენტით პარლამენტში მოსვლა არ სურდა და უბრალოდ, ხელი არ მოაწერა.
აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დღეს მე მოვაწერ ამ კანონს ხელს და გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით 27 ივნისს განიხილა და 75 ხმით მიიღო. 66 ხმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს ეკუთვნით, ხოლო 9 ხმა - მმართველო პარტიის სატელიტი „ხალხის ძალის“ დეპუტატებს.
მიღებული კანონით საპენსიო სააგენტოს დასახელება იცვლება „საქართველოს საპენსიო ფონდით“ და ცვლილებები შედის მმართვის წესში. კერძოდ, საპენსიო ფონდში შეიქმნება ახალი მმართველობითი საბჭო, რომელიც ჩაანაცვლებს მოქმედ სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საინვესტიციო საბჭოს წევრებს პარლამენტი ირჩევს, ხოლო წარმოდგენილი ცვლილებით საბჭოს პროფესიონალ წევრებს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს და გაათავისუფლებს. ასევე, იქმნება საპენსიო ფონდის დირექტორატი, როგორც აღმასრულებელი ორგანო. მის წევრებს თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს მმართველობითი საბჭო. მიღებული ცვლილებით იზრდება ლიმიტები ე.წ. სხვა ტიპის აქტივებში ინვესტირებისთვის. ცვლილებებით ასევე გათვალისწინებულია საპენსიო ფონდის ნებისმიერი საქმიანობის აუთსორსინგზე გადაცემის შესაძლებლობას, რისთვისაც საჭირო იქნება ეროვნული ბანკის თანხმობა.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ ცვლილებები მმართველობითი და საზედამხედველო ჩარჩოს გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სუსტდება საპენსიო ფონდის დამოუკიდებლობა და მასზე ზედამხედველობის შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვანი გარანტიაა ფონდში მობილიზებული თანხების ეფექტური მართვისთვის.
„საპენსიო ფონდში ამჟამად 5 მილიარდი ლარია მობილიზებული, რაც საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქის საპენსიო უზრუნველყოფას მოიცავს. წარმოდგენილი ცვლილებები რისკებისა და დამოუკიდებლობის მიმართულებით მნიშვნელოვან საფრთხეს შეიცავს. იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში მნიშვნელოვანია პარლამენტის მონაწილეობა თანამდებობაზე დანიშვნის პროცეში, უკან გადადგუმლ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს საპენსიო სააგენტოს მოქმედი მმართველობითი სისტემის შეცვლა, კერძოდ, საბჭოს წევრების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხის პრემიერ-მინისტრისადმი დაქვემდებარება, ეს ცვლილება ასუსტებს დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობას.
რაც შეეხება ე.წ. სხვა ტიპის აქტივებში ინვესტირებისათვის საპენსიო ფონდის ლიმიტების ცვლილებას, ეს ზრდის რისკს, რომ ინვესტიციები განხორციელებული იქნება სხვადასხვა სამთავრობო პროექტებში, სადაც შესაძლოა პოლიტიკური ინტერესი იყოს და არ ემსახურებოდეს საპენსიო სისტემის მონაწილეთა ინტერესებს.
მითუმეტეს იმ ფონზე, როცა მმართველობითი საბჭოს წევრების დანიშვნა პრემიერ-მინისტრის ექსკლუზიური უფლებამოსილება ხდება“, - ნათქვამია „საერტაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ექსპერტების ანალიზში.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონს „მავნებლური“ უწოდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. „ის, რაც ახლა მიმდინარეობს, ეს არის საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა და ძალიან საშიში მიმართულებაა“, - თქვა მან 4 ივნისს.