ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, დასავლეთს - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპული ქვეყნების სახით, არ სურს, აფხაზეთი მსოფლიოს ნაწილად დაინახოს და „ყველაფერს აკეთებენ, რომ აფხაზეთი არ განვითარდეს“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 3 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 4 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
„მათ სურთ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში და გეგმაზომიერად მუშაობენ, რომ ეს მოხდეს. ეს მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ მსოფლიოს დაანახონ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარების უმნიშვნელობა. ასევე, დაანახონ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ პრობლემების გადაჭრის გასაღები მათ ჯიბეშია“, - განაცხადა ბჟანიამ 11 დეკემბერს, ე.წ. პარლამენტის წევრებთან შეხვედრის დროს.
დე ფაქტო პრეზიდენტმა აფხაზეთისთვის თანამედროვე შეიარაღებული ძალების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბჟანიას თქმით, იმისათვის, რომ მშვიდად დაიძინონ და გაიღვიძონ, რომ არ იფიქრონ შვილების ბედზე, სამხედრო ძალა სჭირდებათ.
„თანამედროვე არმია, აღჭურვილი საჰაერო თავდაცვით და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით, წყალქვეშა რაკეტებითა და ნავებით; არმია, რომლის ჯარისკაცები ჩაცმული, აღჭურვილნი და მომზადებულნი არიან თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად; არმია, რომელსაც აქვს საკმარისი თანამედროვე ტექნიკა, ტანკები, თვითმფრინავები და ვერტმფრენები აფხაზეთის ტერიტორიის მტრის შემოჭრისაგან დაცვის პრობლემების გადასაჭრელად.
რესპუბლიკას ჰქონდა არმიის გადაიარაღების, აღჭურვისა და გაწვრთნის საშუალება სტრატეგიულ მოკავშირესთან - რუსეთის ფედერაციასთან ერთად, იყო შესაბამისი წინადადება, დასახული იყო მისაღები პირობები, გათვლილი იყო ყველა უპირატესობა, მაგრამ ეს არ მოხდა. დღეს ამ ყველაფრის გაკეთება ჩვენ თვითონ გვიწევს: საკუთარი ფულით ვარემონტებთ თვითმფრინავებს, ვაშენებთ საფორტიფიკაციო ხაზებს, ყაზარმებს, შეიარაღებული ძალების პერსონალის აღჭურვას ვახდენთ, ვყიდულობთ და ვაწარმოებთ თვითმფრინავებს და სხვა აღჭურვილობას. სამწუხაროდ, ჩვენ მიერ გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ არის“, - განაცხადა ბჟანიამ.
მისივე თქმით, აფხაზეთმა უნდა იბრძოლოს, რომ გახდეს მსოფლიოს ახალი არქიტექტურის, უსაფრთხოების ახალი სისტემის ნაწილი, რომელიც აგებულია ურთიერთპატივისცემაზე, სუვერენიტეტის აღიარებასა და მოკავშირეებთან ინტეგრაციაზე - „ამიტომ ვართ რუსეთთან! ამ მიზეზით, ჩვენ ორიენტირებული ვართ მასთან ასეთი ურთიერთობის დამყარებაზე“.
ამასთან, ბჟანიამ თქვა, რომ რუსეთის უანგარო დახმარების იმედი ყოველთვის არ უნდა ჰქონდეთ, „რადგან დღევანდელი საომარი მოქმედებების შედეგად იქნება სხვა, უფრო მეტად დაზარალებული რეგიონები, სადაც ყველა საშუალება წავა“.
ცოტა ხნის წინ, ოკუპირებულ აფხაზეთში აიკრძალა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტები, იმ მიზეზით, რომ ისინი ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტების დამყარებას უწყობენ ხელს. პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა USAID/კავკასიის მისიის დირექტორი ჯონ პენელი. იკრძალება მედიაპროექტების დაფინანსებაც, რომელთა მიზანია დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხების გაშუქება.