დემოკრატიულ მთავრობებს მოუწოდებენ, საქართველოში სამართლიანი არჩევნები მოითხოვონ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

43 ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსი, საქართველოს საერთაშორისო მეგობრების სახელით, ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ. ისინი დემოკრატიულ მთავრობებს მოუწოდებენ, არ აღიარონ „ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი“, მის წარმომადგენლებთან მაღალი რანგის შეხვედრები არ გამართონ და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვონ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ, ტრანსატლანტიკური კანონმდებლები და ყოფილი წამყვანი გადაწყვეტილების მიმღები პირები სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრიდან, მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და უარყონ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი.

ჩვენ მოვუწოდებთ ერთიანი პოლიტიკის შექმნისკენ, რომლის მიხედვითაც, არ გაიმართება მაღალი რანგის შეხვედრები თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებსა და ამ არალეგიტიმური რეჟიმის წარმომადგენლებს შორის მანამ, ვიდრე ისინი არ დათანხმდებიან ახალ, სათანადო დაკვირვების ქვეშ ჩატარებულ არჩევნებს.

დამატებით, ჩვენ მოვუწოდებთ ერთობლივი სანქციების დაწესებისკენ ივანიშვილის რეჟიმისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების და იმ პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტს ძირს უთხრიან.

ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია, არად ჩააგდოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ლეგიტიმური წუხილები, შექმნა ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო და ცალმხრივად აირჩია ახალი პრეზიდენტი. ასობით ათასი დემონსტრანტის საპროტესტო აქციებს ბრუტალურად გაუსწორდნენ. ქართველი ხალხი ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ჩვენ მათ გვერდით უნდა ვიდგეთ“, - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს 40-ზე მეტი ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსი აწერს:

  1. ჯო უილსონი - ამერიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე;
  2. რიჩარდ ჰადსონი - ამერიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის წევრი;
  3. სტივ კოენი - ამერიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის წევრი;
  4. მარკ ვეისი - ამერიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის წევრი;
  5. მიჰაუ შერბა - პოლონელი ევროპარლამენტარი;
  6. ერიკ-ნილს კროსი - ესტონეთის პარლამენტის წევრი; ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში პარტია ALDE-ს ვიცე-პრეზიდენტი;
  7. ტომ ტუგენდატი - დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი;
  8. რადოსლავ ფოგელი - პოლონეთის სეიმის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
  9. ურმას რეინსალუ - ესტონეთის პარლამენტის წევრი;
  10. ირმა კალნინა - ლატვიის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
  11. მიხაილ როთი - გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
  12. ულრიხ ლეცტე - გერმანიის ბუნდესტაგის წევრი;
  13. მარკო მიჰკელსონი - ესტონეთის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
  14. გუსტავ გოტბერგი - შვედეთის პარლამენტის წევრი;
  15. ლია კუარტაპელი - იტალიის დეპუტატთა პალატის წევრი;
  16. ჟიგიმანტას პავილიონისი - ლიეტუვის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
  17. მიხაილ გალერი - გერმანელი ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის საგარეო საქმეთა კოორდინატორი;
  18. ჰელმუტ ბრანდსტოტერი - ავსტრიელი ევროპარლამენტარი;
  19. პაველ ფიშერი - ჩეხეთის სენატის წევრი, საგარეო ურთიერთობათა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე;
  20. მიჰაუ ვავრიკიევიჩი - პოლონელი ევროპარლამენტარი;
  21. აგნიეშკა პომაშკა - პოლონეთის სეიმის წევრი;
  22. რასა იუკნევიჩიენე - ლიეტუველი ევროპარლამენტარი;
  23. რიჰარდს კოლსი - ლატვიელი ევროპარლამენტარი;
  24. ოლექსანდრ მერეჟკო - უკრაინის უმაღლესი რადის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
  25. დანიუს ჟალიმასი - ლიეტუველი ევროპარლამენტარი;
  26. ნატალი ლუაზო - ფრანგი ევროპარლამენტარი;
  27. ფილიპო სენსი - იტალიის სენატის წევრი;
  28. ბერნარდ გეტა - ფრანგი ევროპარლამენტარი;
  29. სებასტიან ტინკინენი - ფინელი ევროპარლამენტარი;
  30. რენიერ ვან ლანშოტი - ჰოლანდიელი ევროპარლამენტარი;

ყოფილი მაღალჩინოსნები:

  1. გაბრელიუს ლანდსბერგისი - ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი;
  2. იან კელი - საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი;
  3. რენდი შოინმანი - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ვიცე-თავმჯდომარე, Halifax International-ის უსაფრთხოების ფორუმის მრჩეველი;
  4. კენეთ იალოვიცი - აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ბელარუსში;
  5. ლორა თორნტონი - მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამებისდირექტორი, საქართველოში ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი;
  6. ჰანა ჰოპკო - უკრაინის უმაღლესი რადის საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე;
  7. დევიდ ჯეი კრამერი - ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი;
  8. ვიოლა ფონ კრამონი - გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილი წევრი და ყოფილი ევროპარლამენტარი;
  9. გერალდ ნაუსი - ევროპის სტაბილურობის ინიციატივა;
  10. ბენ ჰოჯსი - ევროპაში აშშ-ოს ძალების გადამდგარი ლეიტენანტ-გენერალი, ყოფილი მეთაური;
  11. ეველინ ფარკასი - მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თავმჯდომარის ყოფილი ასისტენტი;
  12. ალექსანდრა ჰოლ ჰოლი - საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი;
  13. გარი ჯეი შმიტი - აშშ-ს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსანი.
საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.