პარლამენტს რეგლამენტში ცვლილებები შეაქვს, რომლის თანახმადაც დეპუტატის ყოველთვიური ხელფასი 3 626 ლარით გაიზრდება და 8 250 ლარი გახდება. ხელფასების მატების გამო ყოველწლიურად 5,7 მილიონი ლარით მეტი დასჭირდება დეპუტატების ანაზღაურებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 3 260 ლარით გაიზრდება და 10 000 ლარი გახდება;
- პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი 3 100 ლარით გაიზრდება და 9 500 ლარი გახდება;
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 2 910 ლარით გაიზრდება და 9 250 ლარი გახდება;
- კომიტეტის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი 3 460 ლარით გაიზრდება და 9 000 ლარი გახდება;
- კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი 3 950 ლარით გაიზრდება და 8 750 ლარი გახდება.
- კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 3 760 ლარით გაიზრდება და 8 500 ლარი გახდება.
- პარლამენტის წევრს, რომელსაც საპარლამენტო თანამდებობა არ უკავია, ხელფასი 3 626 ლარით გაეზრდება და 8 250 ლარი იქნება.
ცვლილებების ინიციატორი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილია. მისი თქმით, პარლამენტის წევრის ანაზღაურება რეგულირდება პარლამენტის რეგლამენტით და არ არის მიბმული საჯარო სამსახურს, მათ შორის, ის 10%-იანი ზრდა, რაც საჯარო სექტორშია, პარლამენტის წევრებს არ ეხება.
„ამან შედეგად გამოიღო, რომ დღეის მდგომარეობით, პარლამენტის წევრების ანაზღაურება უფრო დაბალია, ვიდრე ძალიან ბევრი საჯარო მოხელის, მათ შორის, იმ სტრუქტურებში, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მიმართ არიან ანგარიშვალდებულები. ასევე, საქართველოს პარლამენტის აპარატში არის რამდენიმე ათეული თანამშრომელი, რომელთა ხელფასი უფრო მაღალია, ვიდრე პარლამენტის წევრის. ამიტომ არის საჭიროება, რომ შესაბამისობაში მოყვანა მოხდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის წევრის ხელფასთან ზრდასთან ერთად იზრდება ერთჯერადი დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების შემთხვევაში. თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 000 ლარის ოდენობით. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.
ცვლილებები 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.