დიდი აღფრთოვანებით უსვამენ ხაზს, რომ ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება - ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოლდოვაში გამართული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტი შეაჯამა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ძალიან წარმატებული, ძალიან შინაარსიანი შეხვედრები“ ჰქონდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„განხილვის მთავარი თემა იყო უკრაინა, ომი უკრაინაში, რომელიც არ ჩერდება და არავინ იცი, როდის დასრულდება. ეს არის მთავარი გამოწვევა და აქედან გამომდინარე უსაფრთხოების რისკები, რომლებიც შექმნა ამ ომმა და რომლებიც გადამდებია მთელი ევროპისთვის და მთელი რეგიონისთვის. ბუნებრივია, ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ თავისი ტერიტორიული პრობლემები, უსაფრთხოების პრობლემები, რომლებიც გვაქვს ჩვენ, საქართველოს, რა თქმა უნდა, ეს ორმაგად და სამმაგად არის საყურადღებო.

მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელსაც მოდერატორობა ბრიტანეთის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებმა გაუკეთეს. აქაც განხილვის მთავარი თემა უსაფრთხოების საკითხები იყო. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელმა მსოფლიომ და მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ არასათანადო ყურადღება მიაქცია ჩვენს ომს, რომელმაც გამოიწვია ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია. მას შემდეგ, რუსეთმა სამხედრო ბაზები განათავსა ჩვენს ტერიტორიაზე და მე ჩვენს ევროპელ კოლეგებს ვუთხარი, რომ ეს იყო შეცდომა, რომ არ მიექცა სათანადო ყურადღება ამ ოკუპაციას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დროებით ოკუპაციას.

ასევე, მე მათ ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, მაშინ, არავის გამოუთქვამს ინიციატივა, რომ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინათ და რაიმე სერიოზული რეაგირება მოეხდინათ. ეს იყო შეცდომა და ჩვენ ამ შეცდომის შედეგებს ვიმკით დღესაც. ეს არის პრობლემა. სხვათა შორის, ყველა მეთანხმებოდა ამ შეფასებაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მან ისაუბრა იმაზეც, რომ საქართველოსთვის „სიმბოლური, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

„მე მათ ვუთხარი, რომ ჩვენი ქვეყანა არის სრულად მზად. დაახლოებით ივნისის ბოლოს უკვე დავასრულებთ ყველა პრიორიტეტის შესრულებას და შემდეგ უკვე არჩევანი, ბოლო სიტყვა იქნება ევროპაზე. მე მათ ვუთხარი, რომ ამ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს ევროპაში, რომ როგორც მოლდოვასა და უკრაინას მისცეს სტატუსი, ასევე მოგვანიჭონ ჩვენ, საქართველოსაც. ვუთხარი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება, ეს იქნება მორიგი უსამართლობა და ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა. ამაშიც მეთანხმებიან ჩვენი კოლეგები.

მქონდა ორმხრივი შეხვედრები, საუბარი პრეზიდენტ მიშელთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან. ვფიქრობ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ და ამას, სხვათა შორის, ყველანი დიდი აღფრთოვანებით ხაზს უსვამენ, რომ ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება მიუხედავად გამოწვევებისა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და ჩვენ მივდივართ წინ. ეს იყო მთავარი საუბრები“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტს, რომელსაც დღეს კიშინიოვმა უმასპინძლა, ევროკავშირის წევრი და არაწევრი 50-მდე სახელმწიფოს მეთაურები, ასევე ევროპის საბჭოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის პრეზიდენტები ესწრებოდნენ. მოლდოვის დედაქალაქში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ჩავიდა. მან სამიტის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).