საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დანიის ელჩი საკმარისად კომპეტენტური არ იყო იმისათვის, საკუთარი აზრი ისე ჩამოეყალიბებინა, რომ სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია არ მოჰყოლოდა. პაპუაშვილმა დანიის ელჩი ანნე ტოფტ სორენსენი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ევროკავშირის ბოლო რეკომენდაციებიდან გამომდინარე, დეზინფორმაციასთან ბრძოლა არის მნიშვნელოვანი საკითხი. რა თქმა უნდა, ნებისმიერ დეზინფორმაციაზე მნიშვნელოვანია რეაგირება. გუშინ ჩვენ ვნახეთ დანიის საელჩოს განცხადება, რომელმაც, როგორც ჩანს, მთელი ეს გარემოება დააბრალა, ახსნა ელჩის არაკომპეტენტურობით, რომ მან ვერ მოახდინა ფორმულირება საკუთარი აზრის ისე, რომ სწორად გაგებულიყო.
სამწუხარო და დასანანია, რომ დიპლომატების არაკომპეტენტურობა, საბოლოო ჯამში, იწვევს ხოლმე წარმოდგენილი ქვეყნის იმიჯის შელახვას ქართული საზოგადოების თვალში. რაც შეეხება ჩემს განცხადებას ელჩის არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით, იმედი მაქვს, რომ დანიის საელჩო ამ ჩემს განცხადებასაც შესაბამისი კონტექსტით გაიგებს.
როდესაც განცხადება არის, რომ მოხდა კონტექსტის არასწორი გაგება, შესაბამისად, ჩანს, რომ ელჩი არ იყო საკმარისად კომპეტენტური, საკუთარი აზრი ისე ჩამოეყალიბებინა, რომ არ მომხდარიყო მისი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დანიის ელჩის მიერ პრესაში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ბიძინა ივანიშვილი 90-იან წლებში რუსეთში გამდიდრებულ ოლიგარქად არის მოხსენიებული.
ივანიშვილის გარდა, ელჩი სტატიაში ახსენებს ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ რუსულ კანონსაც, რომელიც „ოცნებამ“ ხალხის პროტესტის მიუხედავად პირველი მოსმენით მიიღო და მხოლოდ მრავალათასიანი საპროტესტო აქციების, მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევისა და უპრეცედენტო საერთაშორისო გამოხმაურების შემდეგ ჩააგდო. ანნე ტოფტ სორენსენი წერს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და ვაჭრობის ზრდაზეც.
ამ მოსაზრების გამო, დანიელი დიპლომატი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და განმარტება მოსთხოვეს. სამინისტროს განცხადებით, სტატიაში „ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობებს და არაობიექტურ შეფასებებს, რაც ხელს არ უწყობს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, დანიური მკითხველის პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას“.
ამასთან, ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ „პუბლიკაცია ცალკეული ძალების მხრიდან პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის იქნა გამოყენებული, რაც ხელს უშლის ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მთავარი ამოცანის - დეპოლარიზაციის ეფექტიან განხორციელებას“.
ელჩის სტატიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა დანიის საელჩომაც. როგორც განმარტეს, სტატიიდან ამოღებული ამონარიდი ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება, არ აქვთ სურვილი ამაში წვლილი შეიტანონ და დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებენ. საელჩოს თანახმად, სტატია დანიური გაზეთისთვის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ დაიწერა.