ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) გენერალური მდივანი მარკ რუტე თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებზე ძალადობას გმობს. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოს შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 5 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„ძალადობის შესახებ ცნობები ღრმად შემაშფოთებელია და მე მათ ცალსახად ვგმობ. მოვუწოდებ მთავრობას, ყველაფერი გააკეთოს მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის. ვფიქრობ, ეს ყველა ქართველის ინტერესშია.
ნატო არის ალიანსი, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, დაფუძნებულია ღირებულებებზე, დაფუძნებულია თავისუფლების პატივისცემაზე და დემოკრატიაზე, როგორც კონცეფციაზე, ისევე როგორც ყოველდღიურ რეალობაზე. მე მტკიცედ მჯერა, რომ ეს ღირებულებები არის ჩვენი კოლექტიური მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველი.
ამჟამად, ვხედავ, რომ ყველა მოკავშირე ცხადყოფს, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში ან დემოკრატიის შემდგომ განვითარებას, ასევე არის წინსვლას ევროკავშირსა და ნატოში უფრო დიდი ინტეგრაციისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ასე ვთქვათ, ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, საქართველოს მთავრობას დარჩეს იმ გზაზე, რომელზეც რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტეს აქტიურობა და უკან არ დაიხიოს“, - განაცხადა რუტემ.
28 ნოემბერს, საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
საპროტესტო აქციებს, რომელიც „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას მოჰყვა, საპოლიციო ძალები სასტიკად არბევენ. მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებენ ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლსა და სხვა სპეციალურ საშუალებებს. სავარაუდოდ, გამოყენებული იყო რეზინის ტყვიებიც. 28 ნოემბრის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის 300-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათი დიდი ნაწილი სპეცრაზმის მიერ არის ნაცემი.
