2023 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს „სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის“ გამო. ამ მონაცემებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აქვეყნებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
ამავე პერიოდში, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლით ექვსი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
„ექვს თვეში მდინარე ენგურზე საქონლის უკანონოდ გადატანის რვა მცდელობა აღიკვეთა, ამოღებული იქნა 600-ზე მეტი ბლოკი სიგარეტი და კრიპტოვალუტის ექვსი მაინერი“, - აცხადებენ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში
ცოტა ხნის წინ, საოკუპაციო ხაზთან დაკავებების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „ხელისუფლებამაც“. კერძოდ, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ 2023 წლის პირველ ექვს თვეში, „სახელმწიფო საზღვრის“ სხვადასხვა მონაკვეთზე 185 სამართალდამრღვევი დააკავეს. მათგან 121 დააჯარიმეს, 3 - ჯარიმის გარეშე გააძევეს „რესპუბლიკიდან“, 46 - გააფრთხილეს, ხოლო 7-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკანონო დაკავებების შესახებ შემაჯამებელ ინფორმაციას წლიურ ანგარიშებში აქვეყნებს. სუს-ის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს - 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 პირი. უკანონო დაკავებების გარდა, როგორც სუს-ი აღნიშნავს, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით, რუსეთი განაგრძობდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს და უსაფრთხოების გარემოს დამაზიანებელ სხვა აქტივობებს.
