საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში არსებულ ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა 84 ხმით ნანა ყეინიშვილი და 82 ხმით თეიმურაზ ხომერიკი აირჩია. სესიამდე ყეინიშვილისა და ხომერიკის კანდიდატურების არჩევის საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების სხდომაზე განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს. სხდომას კანდიდატები არ ესწრებოდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 3 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
კენჭისყრამდე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკან გაიწვევდა ორივე კანდიდატურას ბოლო ორი დღის განმავლობაში, ეროვნულ ბანკში განვითარებული მოვლენების გამო.
„პრეზიდენტს არ მიაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, როცა არ არის ნათელი ეროვნული ბანკი ემსახურება ქართველ ხალხს თუ კონკრეტულ პირებს, წარმოადგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები. შესაბამისად, კანდიდატებიც არ იმყოფებიან კომიტეტების სხდომაზე. აღნიშნულ მდგომარეობაში, ვიდრე არ გაირკვევა ეროვნული ბანკის გარშემო სიტუაცია, არ გაუქმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება, მანამდე მიზანშეუწონლად მიგვაჩნია კანდიდატების წარმოდგენა“, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა კომიტეტების სხდომაზე. ამის მიუხედავად, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია კანდიდატებისთვის კენჭი პლენარულ სხდომაზე ეყარათ.
20 სექტემბერს ეროვნული ბანკის საბჭო სამმა წევრმა დატოვა - ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ. სამივე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. მათ გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათელა თურნავამ 19 სექტემბერ სანქციების აღსრულების წესი შეცვალა, რომელიც კომერციულ ბანკებს აღარ ავალდებულებდა, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორზე ოთარ ფარცხალაძეზე სანქციები გაევრცელებინათ. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, თურნავამ ეს გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებთან შეთანხმების, მათი წინასწარი ინფორმირების გარეშე მიიღო.
ეროვნული ბანკის საბჭოს 9 წევრი უნდა ჰყავდეს, ვიცე-პრეზიდენტების გადადგომის შემდეგ, ახლა მხოლოდ 4 წევრია დარჩენილი - ნათელა თურნავა, ეკა გალდავა, ეკა მიქაბაძე და რიჩარდ სინგლეტარი. ეროვნული ბანკის შესახებ კანონის თანახმად, თუ საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები.
ნანა ყეინიშვილს დამთავრებული აქვს შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, სპეციალობით - მეხილეობა, მებოსტნეობა და მევენახეობა. 2012 – 2018 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკიდან „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, პარტიული სიით. 2001-2012 წლებში იყო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი.
თეიმურაზ ხომერიკი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის თანამშრომელია.