მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ არაკონსტიტუციური იყო აშშ-ის მიერ სანქცირებული საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორისთვის ქართულ ბანკებში ანგარიშების გაყინვა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების წესი შეცვალა. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს აღარ ავალდებულებს, ფარცხალაძეზე სანქციები გაავრცელონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი დაამტკიცა
ფარცხალაძის ინტერესებზე მორგებულ ბრძანებას, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში 19 სექტემბერს გამოქვეყნდა, ხელს აწერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათელა თურნავა.
ბრძანებაში წერია:
„საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული გამონაკლისი:
- ამ წესით გათვალისწინებულ სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:
ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;
ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.
- საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის“, - ბრძანება გამოქვეყნებისთანავე, ანუ დღეიდან ამოქმედდა.
18 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ „საქართველოს ფინანსურ სექტორს დაევალა გაითვალისწინოს აშშ-ს ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ (OFAC) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში (SDN list) შეყვანილი პირების მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება, რაც გულისხმობს სანქცირებული პირების მიერ აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვას“.
14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე მოხსენიებულია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური [ეფესბე] მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.
