20 სექტემბერს ეროვნული ბანკის საბჭო სამმა წევრმა დატოვა - ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ. სამივე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. მათ გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათელა თურნავამ 19 სექტემბერს სანქციების აღსრულების წესი შეცვალა, რომელიც კომერციულ ბანკებს აღარ ავალდებულებდა, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორზე ოთარ ფარცხალაძეზე სანქციები გაევრცელებინათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
ეროვნული ბანკის საბჭოს 9 წევრი უნდა ჰყავდეს, ახლა მხოლოდ 4 წევრია დარჩენილი - ნათელა თურნავა, ეკა გალდავა, ეკა მიქაბაძე და რიჩარდ სინგლეტარი. ეროვნული ბანკის შესახებ კანონის თანახმად, თუ საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები.
საბჭოს წევრებს პარლამენტს პრეზიდენტი წარუდგენს.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურების პარლამენტში წარდგენა, ვიდრე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას 19 სექტემბრის ბრძანება არ გაუქმდება.
გუშინვე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნათელა თურნავას მოუწოდა, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.
„უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ ჩემ გადაწყვეტილებას და ამისთვის ბოდიშს ვიხდი. მას რომ უვადოდ არ გადაედო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო, პირადად მოვახსენებდი ამ ჩემს მოსაზრებებს, თუ რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები.
პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირიქით, ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, სრულიად მიუღებელი იყო მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ.
„საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტია - ეს ყველამ ვიცით. მთავარი პრინციპი, რომელსაც საქართველოს ბანკის საქმიანობა ეფუძნება, მისი დამოუკიდებლობაა - ესეც ყველამ ვიცით. ეს პრინციპი ამიტომაც დაცულია კონსტიტუციის 68-ე მუხლით. ამდენად ვთვლი, როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, ჩემი მოვალეობაა, დავიცვა სებ-ის დამოუკიდებლობა. სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ. კიდევ უფრო მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დაემორჩილა ეროვნული ბანკის მიმართ ამგვარ მუქარას და მის დამოუკიდებლობაზე ხელის შეხებას.
ეს იყო ერთპიროვნული გადაწყვეტილება საბჭოს ყველა წევრის ვიცე-პრეზიდენტების, როგორც ჩვეულებრივი წევრების გვერდის ავლით - არც კონსულტაცია ჩატარებულა, არც მათი წინასწარ ინფორმირება მომხდარა.
ამას ადასტურებს გადადგომების მთელი რიგი, უკვე სამი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის ერთი მრჩეველი გადადგა. ამ მოვლენების შედეგად გარკვეული რეპუტაციული ზიანი უკვე მიყენებული იქნა სებ-ის და მაშასადამე, ქვეყნის მიმართ.
ეროვნული ბანკის საბჭოს კოლექტიური გადაწყვეტილებით, შესაძლებელი და აუცილებელია, ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე - „ეს შესაძლებელია 3 ვიცე-პრეზიდენტის გადადგომის მიუხედავად, რადგან მათ 2 თვის მანძილზე კიდევ გააჩნიათ ვადა, რათა მათი უფლებამოსილება გაგრძელდეს. გადადგომის ვადა არის 2 თვის შემდეგ. საბჭო სრულად ფუნქციონირებს და შეუძლია ყველანაირი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს არის ის ნაბიჯები, რაც სასწრაფოდ გადასადგმელია, რათა უფრო სერიოზული რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს ქვეყანას. ასევე საერთაშორისო რეაქციები, რაც არის მოსალოდნელი“.
ეროვნული ბანკის პრეზდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ სანქცირებულ ფარცხალაძეზე მორგებული ბრძანების გამოცემას და ბანკის ვიცე-პრეზიდენტების გადადგომას ლარის გაუფასურება მოჰყვა - 21 სექტემბრიდან ლარი დოლართან მიმართებით 3,38 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან მიმართებით 3,6 თეთრით.