„ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას ექნება ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომ შესაძლებელი იქნება ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება. თუ ჩაბარების მსურველს სურვილი ექნება, გრანტი მოიპოვოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუწევს გამოცდებზე გასვლა“, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
უნივერსიტეტებს შეეძლებათ, ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში სამაგისტრო პროგრამების ხანგრძლივობა ერთ წლამდე შეამცირონ. შესაბამისად, სტუდენტებს 120-ის ნაცვლად, 60 კრედიტის მოგროვება მოუწევთ.
მინისტრის თქმით, ერთწლიან პროგრამას „გარკვეული შეზღუდვებიც“ ექნება. მაგალითად, მაგისტრის კვალიფიკაციის მიღების შემდეგ პირი ვერ შეძლებს სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელებას.
ცვლილებები შეეხება საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამასაც. განათლების მინისტრის ბრძანების მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბაკალავრიატის არანაკლებ 180-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას შეძლებენ. დღეს საბაკალავრო პროგრამები არანაკლებ 240 კრედიტიანია, რასაც სტუდენტები ოთხი წლის განმავლობაში ითვისებენ.
განათლების მინისტრის განმარტებით, უნივერსიტეტები არ შეიზღუდებიან და თავად გადაწყვეტენ, სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა განახორციელონ, ოთხწლიანი თუ ორივე ერთად.
„შესაძლებლობას ვხსნით, რომ სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა პირველ ეტაპზე მხოლოდ ბიზნესის მიმართულების პროგრამებისთვის შემოვიღოთ. თუმცა, აქვე ვაანონსებ, რომ ამით არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებებზეც მუშაობას, სადაც ეს შესაძლებელი იქნება“, - აღნიშნა ამილახვარმა.
მისი თქმით, ცვლილებები სრულად არის თანხვედრაში ევროპულ და ამერიკულ პრაქტიკასთან.
