სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს „კატეგორიულად ეწინააღმდეგება და გმობს“. საბჭოს განცხადებით, აღნიშნული კანონი ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
„წარმოდგენილი კანონპროექტი მძიმე დარტყმას აყენებს და აკნინებს სამოქალაქო საზოგადოების როლს, ადამიანის უფლებების პრაქტიკულ დაცვასა და დაცვის მექანიზმებს, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარების შესაძლებლობებს, საზოგადოებაში კულტურული და სოციალური პასუხისმგებლობის სრულფასოვან რეალიზაციას.
ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ამ კანონპროექტის ამოქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს მრავალწლიან მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, მიზანს, რომლისკენაც ათწლეულების განმავლობაში საქართველო მხურვალედ მიისწრაფვის. ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა არ არის მხოლოდ ეროვნული მისწრაფება, არამედ კონსტიტუციური ვალდებულება, რომელსაც მხარს უჭერს ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება დამანგრეველი იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის! ისევე როგორც შარშან, ახლაც, ანალოგიურად, ვაცხადებთ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონპროექტი ან რაიმე მსგავსი ინიციატივა, არ იქცეს კანონად! მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისთვის მიმართვას ხელს აწერს 13 ორგანიზაცია: სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC), წითელი ხიდი, სოლიდარობის მოძრაობა, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი, საქართველოს აზერბაიჯანელთა ახალგაზრდული კავშირი, მშვიდობის ფონდი, საქართველოს უდიები, ღია საზღვრები, სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა, დემოკრატიისა და ინტეგრაციის რესურსები, ასოციაცია უდი, სათემო კავშირი პანკისის კეთილდღეობისთვის და ალიქ მედია.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საპროტესტო აქციის ფონზე, ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აეკრძალათ ონლაინ მედიასაშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს. კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი განხილვიდან გააძევა.
