ყაზახეთში, ქალაქ აქთაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდის მიზეზი „მიწა-ჰაერის“ კლასის რუსული რაკეტა გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია Euronews-ს აზერბაიჯანის მთავრობაში წყაროებმა დაუდასტურეს. ავიაკატასტროფას 38 ადამიანი ემსხვერპლა, საიდანაც 25 აზერბაიჯანის მოქალაქე იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
Euronews-ის თანახმად, აზერბაიჯანის სამთავრობო წყაროებმა მათ ექსკლუზიურად უთხრეს, რომ თვითმფრინავის მიმართულებით რაკეტა გაშვებული იქნა მაშინ, როდესაც გროზნოს თავზე დრონების საჰაერო აქტივობა იყო. რაკეტა სამგზავრო თვითმფრინავთან ახლოს აფეთქდა და ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების დაზიანება გამოიწვია.
როგორც აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, იმის მიუხედავად, რომ პილოტები ავარიულ დაშვებას ითხოვდნენ, დაზიანებულ თვითმფრინავს რუსეთის არცერთ აეროპორტში დაჯდომის ნებართვა არ მისცეს და კასპიის ზღვით ყაზახეთში, აქთაუს მიმართულებით გაფრენა მიუთითეს.
მიღებული მონაცემებით, თვითმფრინავის GPS სანავიგაციო სისტემები ზღვაზე ფრენის განმავლობაში ჩახშობილი იყო.
Euronews-ის ექსკლუზიური ინფორმაცია ემთხვევა მანამდე სოციალურ ქსელებსა და რუსულ მედიაში გავრცელებულ ვერსიას. ბლოგერებისა და სამხედრო ანალიტიკოსების ვარაუდით, თვითმფრინავის გადარჩენილ ნაწილზე არსებული ნახვრეტები საზენიტო რაკეტის დამაზიანებელი ელემენტებით არის გამოწვეული.
„აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი 25 დეკემბერს ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. როგორც ჩეჩნეთის აეროპორტში განმარტეს, ნისლის გამო თვითმფრინავი გადამისამართდა მაჰაჩყალაში, შემდეგ კი ის აქთაუში გაფრინდა.
„როსავიაციის“ განცხადებით, თვითმფრინავის ჩიტებთან შეჯახებით საჰაერო ხომალდის ბორტზე შექმნილი „საგანგებო სიტუაციის გამო, მისმა მეთაურმა ალტერნატიულ აეროდრომზე წასვლა გადაწყვიდა და ასეთად აქთაუ შეარჩია“.
კურსის შეცვლის რეალური მიზეზი გროზნოში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმა შეიძლება გამხდარიყო.
„რუსეთს უნდა დაეკეტა გროზნოს საჰაერო სივრცე, მაგრამ ეს არ გააკეთა. თვითმფრინავმა დაზიანებები რუსებისგან მიიღო და ის გაგზავნეს ყაზახეთში, ნაცვლად იმისა, რომ გროზნოში სასწრაფოდ დაესვათ და ადამიანები გადაერჩინათ“, - განაცხადა უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრი კოვალენკომ.
აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრომ ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული 22 მგზავრისა და ეკიპაჟის 3 წევრის სია გამოაქვეყნა. 19 მამაკაცსა და 6 ქალს შორის ყველაზე უმცროსი 19 წლისაა.
Embraer 190-ის ბორტზე სულ 67 ადამიანი იმყოფებოდა - 62 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის რუსეთის შვიდი მოქალაქეა.
