ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისარმა, ვერა იუროვამ ბრიუსელში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონიც განიხილა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„მე ვურჩიე მინისტრს, გაეცნოს ჩვენს დემოკრატიის დაცვის დირექტივას, რომელიც ასევე მიზნად ისახავს საგარეო დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდას. თუმცა, მე მჯერა, რომ ევროკავშირი გეგმავს ამის გაკეთებას ისე, რომ არ მოხდეს არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაცია და მათთვის უცხოური აგენტების იარლიყის მიწებება“, - განაცხადა ვერა იუროვამ, რის შემდეგაც მას ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, რა არის ევროკავშირის დირექტივის მთავარი გზავნილი.
„ჩვენი დირექტივის მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ რა სახის ლობირებას აკეთებს ვისი ფულის სანაცვლოდ. განსხვავება ევროპულ და ქართულ კანონს შორის არის ის, რომ ჩვენ არ განვსაზღვრავთ ისეთ სუბიექტებს, როგორებიც არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის ერთიან ბაზარზე მოქმედ სუბიექტებზე - ეს ერთი და მეორე - ჩვენ გვინდა ვიცოდეთ მესამე ქვეყნების მთავრობებთან დადებული კონტრაქტების შესახებ და არა უბრალოდ გარედან ფულის შესახებ. ეს ძალიან დიდი განსხვავებებია. ასე რომ, ჩემი გზავნილი იყო - გთხოვთ, გაეცნოთ, თუ როგორ ვთავაზობთ ამას ჩვენ, რადგან ეს არის ის, რაც არ უნდა ახდენდეს არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციას“, - განაცხადა ევროკომისარმა.
შეკითხვაზე, არის თუ არა სტიგმატიზაცია ქართული კანონის მთავარი პრობლემა, თუ არის სხვა პრობლემებიც, ვერა იუროვამ თქვა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოხდება კანონის ინტერპრეტაცია და აღსრულება.
„ის [კანონი] შეიძლება კარგად გამოიყურებოდეს ქაღალდზე და ჩვენ ვთანხმდებით უცხოური დაფინანსების მეტი გამჭვირვალობის მიღწევის აუცილებლობაზე. ამავდროულად, მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, ამგვარი კანონით, თავიდან ავიცილოთ რეგისტრირებულთა შესაძლო სტიგმატიზაცია“, - აღნიშნა იუროვამ.
ამ განცხადების გარდა, ვერა იუროვამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ სწორი მიდგომა გამჭვირვალობაზე ფოკუსირებაა და საქართველომ ინსპირაცია უნდა აიღოს ევროკავშირისგან. „სანქციებზე/იარლიყის მიწებებაზე/საქმიანობის შეზღუდვაზე ფოკუსირება არ შეესაბამება ევროკავშირის მიდგომას“, - წერს ის.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები მათ მიერ ინიცირებული რუსული კანონის გასამართლებლად ხშირად იშველიებენ ევროკომისიის დირექტივა, რომლის ინიცირებაც გასული წლის ბოლოს მოხდა და ჯერ არ არის დამტკიცებული. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 12 აპრილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კოხიძესთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ეს სრულიად სხვა კონცეფციაა“ და საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
„ქართულმა ოცნებამ“, 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა.
რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. 150-ზე მეტმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ განაცხადა, რომ „ღირსების შემლახავ რეესტრში“არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდებიან.
17 აპრილს, 83-მა დეპუტატმა რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, დღეს, 30 აპრილს კი „ქართული ოცნება“ მეორე მოსმენით მიღებას ეცდება.
რუსული კანონის წინააღმდეგ 15 აპრილიდან თბილისში ყოველდღე იმართება ხალხმრავალი საპროტესტო აქციები. 28 აპრილის დემონსტრაციაში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა.