ევროპული საბჭო აცხადებს, რომ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი წარმოადგენს საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციაში ჩამოყალიბებული ნაბიჯებიდან უკუსვლას, რაც ფაქტობრივად იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
27 ივნისს, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში გამოთქმულია სერიოზული შეშფოთება საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში არსებულ მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებამდე მიჰყავს.
ევროპული საბჭო მოუწოდებს, რომ საქართველოში შეწყდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის მზარდი შემთხვევები.
საბჭო კვლავ აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, არსებითია იმ ღირებულებებისა და პრინციპების პატივისცემა, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება.
ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ საპარლამენტო არჩევნები ამ შემოდგომაზე იყოს თავისუფალი და სამართლიანი და მხარს უჭერს პარტნიორების მხრიდან არჩევნებზე გრძელვადიან და მოკლევადიან სიღრმისეულ დაკვირვებას. საბჭო სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას განაგრძობს.
ევროპული საბჭო კვლავ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ის კიდევ ერთხელ გამოხატავს მტკიცე სოლიდარობას საქართველოს მოსახლეობისადმი და მზაობას განაგრძოს მისი მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, - ვკითხულობთ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში.
ევროპული საბჭო ევროკავშირის ინსტიტუტია, რომელიც ევროკავშირის ზოგად პოლიტიკურ მიმართულებას და პრიორიტეტებს განსაზღვრავს. საბჭოს წევრები არიან ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურები, ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტები. 2023 წლის დეკემბერში, საქართველოს სწორედ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
ერთი თვის წინ, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ, 83 დეპუტატის მხარდაჭერით, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონი საბოლოოდ დაამტკიცა. მმართველმა პარტიამ არ გაითვალისწინა რუსული კანონის უკან გაწვევის შესახებ ვენეციის კომისიის მტკიცე რეკომენდაცია, არც საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებები, რომ ასეთი კანონმდებლობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს დააზიანებდა.
