სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით ამნისტიის შესახებ დადგენილება მიიღო, რომელიც 50 პირზე გავრცელდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
ჯერჯერობით უცნობია, ვის და რომელი კატეგორიის დანაშაულებს შეეხება დადგენილება. ე.წ. საკანონმდებლო საკითხთა, კანონიერებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ ამნისტირებულთა სია დადგენილების მიღებიდან სამი თვის შემდეგ გამოქვეყნდება.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ამნისტია ბოლოს 2017 წელს მიიღეს. 3 მაისს გამართულ სხდომაზე ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა ამირან დიაკონოვმა განაცხადა, რომ ამნისტიის საკითხი წინა წლებშიც რამდენჯერმე დადგა დღის წესრიგში, თუმცა სხვადასხვა მიზეზთა გამო მისი განხილვა გადაიდო. „9 მაისი კარგი თარიღია იმისთვის, რომ ამ საკითხს წერტილი დაესვას და მხარი დავუჭიროთ ამნისტიას“, - თქვა დიაკონოვმა.
დე ფაქტო პარლამენტი ამნისტიის გამოცხადებას წელს, 23 თებერვალთან („მამულის დამცველის დღე“ რუსეთის ფედერაციაში) დაკავშირებით აპირებდა, თუმცა შემდეგ მისი 9 მაისთან მიბმა გადაწყვიტეს. აპრილში, დადგენილების პროექტის განხილვისას, ე.წ. გენერალურმა პროკურატურმა, სერგეი ბიტიევმა განაცხადა, რომ პროექტის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთის სასჯელისაგან გათავისუფლებას დაექვემდებარებოდნენ სსრკ-ს, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ორდენებით ან მედლებით დაჯილდოვებულ პირები, ასევე ისინი, ვინც მონაწილეობას იღებდნენ საბრძოლო მოქმედებებში მამულის დასაცავად.
ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება, მათ შორის არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, 2021 წლის დეკემბერში დააკავეს. ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთასთან ერთად, მას ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდასაც ედავებიან. 2022 წლის მაისში, დე ფაქტო სასამართლომ ჩხიკვაძეს 5.6 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რაც მისმა ადგილობრივმა ადვოკატმა გაასაჩივრა და უკანონო სასჯელი 3.8 წლამდე შეუმცირდა.
