საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„უპირველეს ყოვლისა, თითოეული გარდაცვლილის ოჯახს მივუსამძიმრებ ამ უდიდესი ტრაგედიის გამო, რაც რაჭაში დატრიალდა. გამოძიება მიმდინარეობს შს სამინისტროში, შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი, ასეულობით მოქალაქე უკვე დაკითხულია, დანიშნულია მთელი რიგი ექსპერტიზები და დაზარალებულებს, დაზარალებულის უფლებამონაცვლეებს წვდომა აქვთ სისხლის სამართლის მასალებზე. ისინი ჩართული არიან გამოძიების პროცესში და თითოეული მათი შუამდგომლობა თუ წინადადება სხვადასხვა საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედებებთან გათვალისწინებულია. რაც შეეხება გამოძიების შედეგებს, საზოგადოებას გამოძიების დასრულების შემდგომ აუცილებლად მივაწვდით დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
„საქართველოს ამბები“ ესაუბრა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატს ნესტან ლონდარიძეს, რომელის დაზარალებულად ცნობილი დავით მაისურაძის ინტერესებს იცავს. 3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დავით მაისურაძის მეუღლე და ორივე შვილი დაიღუპა. ნესტან ლონდარიძის თქმით, პროკურატურა ადვოკატებს საქმის მასალების ასლის გადაღების ნებას ისევ არ აძლევს. „მე და ჩვენი ორგანიზაციის კიდევ ერთი ადვოკატი ამჯერად სამი დღე ვისხედით დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად. შოვის საქმე 40 ტომზე მეტია. შეუძლებელია ის ხელით გადაწერო. პროკურორის გადაწყვეტილება, რომლითაც საქმის მასალების ასლის გადაღებაზე უარი გვითხრა, გავასაჩივრეთ, მაგრამ მოთხოვნა არც ზემდგომმა პროკურორმა დაგვიკმაყოფილა“,- განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილის ოჯახის ადვოკატის ანა არგანაშვილის თქმით, საქმის მასალების მოცულობიდან და სირთულიდან გამომდინარე შეუძლებელია დაცვის უფლების ეფექტური განხორციელება მხოლოდ მასალების გაცნობით.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჯერ კიდევ 2 ოქტომბერს მოუწოდეს პროკურატურას, გამოძიება წარმართოს სწორი კვალიფიკაციით, საქმე გენერალურმა პროკურატურამ გამოიძიოს და ადვოკატებს საქმის მასალებზე სათანადო წვდომის შესაძლებლობა მიეცეთ.
შოვში განვითარებულ მოვლენებსა და ადამიანთა გარდაცვალების ფაქტებს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 240-ე მუხლებით იძიებს, რაც გულისხმობს ადამიანის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. არადა, სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებდა ძებნა-შველის ოპერაციას, რომლის მიმართაც და ადამიანების განსაცდელში შესაძლო მიტოვებაზე არაერთი კითხვა არსებობს.
შოვში 33 ადამიანი იმსხვერპლა 3 აგვისტოს მოვარდნილმა ღვარცოფმა, რომელიც სპეციალისტების თქმით, მყინვარ თბილისადან კლდეზვავის მოწყვეტისა და მყინვარქვეშა წყლების გადმოდინების შედეგად განვითარდა. დაღუპულთაგან ერთი არასრულწლოვნის ცხედარი ამ დრომდე ვერ იპოვეს.
