გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჟურნალ Der Spiegel-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მათ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად აქვთ კლასიფიცირებული და იმ პირთა მასშტაბური დეპორტაცია უნდა მოხდეს, რომელთაც თავშესაფრის უფლება არ აქვთ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ორივე ქვეყანას სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც საბაბს იძლევა, ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური ჩაგვრა არ ხდება.
ჩვენ ვაძლიერებთ ევროპის გარე საზღვრების დაცვას, რათა უფრო ნაკლებმა ადამიანმა შეძლოს ევროპაში შემოღწევა.
მე ჯერ კიდევ არ მიხსენებია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - ჩვენ ბოლოს და ბოლოს უნდა დავიწყოთ მასშტაბური გასახლება მათი, ვისაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვს. ისინი, ვისაც სავარაუდოდ არ მიენიჭება გერმანიაში დარჩენის უფლება, რადგან მათ არ შეუძლიათ დაამტკიცონ დევნისგან დაცვის საჭიროება, უნდა გაბრუნდნენ. ამისათვის, ჩვენი საჯარო სამსახურები უნდა იყვნენ ხელმისაწვდომნი დღე-ღამის ნებისმიერ დროს, რათა ეფექტურად მოხდეს ვინმეს დეპორტაცია მას შემდეგ, რაც მათ ფედერალური პოლიცია დააკავებს. ჩვენ ასევე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ საიმიგრაციო ოფისის დიგიტალიზაცია - ქაღალდის ეპოქა უნდა დასრულდეს. პროცედურები უნდა დაჩქარდეს, თავშესაფრის განცხადებები და პირველადი გასაუბრება უნდა ჩატარდეს თავდაპირველ მიმღებ დაწესებულებაში. სასამართლო პროცესებიც უნდა დაჩქარდეს. ზოგიერთ მხარეში დეპორტაციის საქმეებზე წინასწარი გადაწყვეტილებები მოდის ოთხი თვის შემდეგ, ზოგში კი 39-ის. ეს მიუღებელია. უფრო ხშირად და სწრაფად უნდა დავადეპორტოთ ადამიანები“, - განაცხადა შოლცმა.
ინტერვიუში გერმანიის კანცლერმა ისაუბრა ევროკავშირში სოლიდარობის ახალ მექანიზმზეც: „ლტოლვილები უნდა დარეგისტრირდნენ პირველ ქვეყანაში სადაც ჩავლენ, მათი პირდაპირ გერმანიაში გამოგზავნის ნაცვლად. სანაცვლოდ, მათ სამართლიანად გადაანაწილებენ მთელს ევროპაში. იმედია, ევროპარლამენტი ამ მექანიზმს უახლოეს თვეებში დაამტკიცებს“.
Deutsche Welle-ის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში გერმანიიდან დეპორტირებულია 7861 ადამიანი, რაც 27%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. დეპორტირებულთაგან ყველაზე მეტი, 705 საქართველოს მოქალაქეა, 665 ჩრდილოეთ მაკედონიის და 659 ავღანეთის.
გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში ორი თვის წინ შეიყვანა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ნენსი ფეზერის თქმით, ქვეყნებისთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭება გერმანიას საშუალებას მისცემს არალეგალი მიგრანტები გააძევოს.
ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა ლტოლვილთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ „Pro Asyl“. მისი განცხადებით, გერმანიის მთავრობა უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს და მოლდოვის რეგიონები, საქართველოში პრობლემებია კანონის უზენაესობის და ლგბტ+ პირთა უფლებების დაცვის, ხოლო მოლდოვაში პრესის თავისუფლების მხრივ.