საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, რომელიც შოვში დღეს, 13 აგვისტოს ჩავიდა, განაცხადა, რომ სტიქიის პირველ ღამეს ვერტმფრენებმა მაღალი რისკის გამო არ იფრინეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ვერტმფრენები ჩამოვიდნენ დაახლოებით სამ საათში. ვერტმფრენი არ არის არც ველოსიპედი და არც მანქანა, რომ დაჯდე და უცებ გავარდე. მას მომზადება სჭირდება. მერე, ამინდი იყო ძალიან ცუდი. თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ ხეობაში რომ შემოფრენილიყო. მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი, იმუშავეს - შუაში, სადაც კუნძულზე 70 ადამიანი იყო, უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს. მეორე მხარეს, ფერდობზე უკვე ჩვენი პოლიციელებიც ადგილზე იყვნენ, საკვებიც ჰქონდათ, უსაფრთხო ადგილი იყო, დაღამდა და იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე იყო და აღარ გავრისკეთ, მეორე დღეს გამოვიყვანეთ ეს დანარჩენი ადამიანები.
რაც შეეხება, რატომ არ დაფრინავდნენ ღამე, ამაზე ასჯერ მაქვს ახსნილი - ვინც ერკვევა ავიაციაში, ყველას კარგად ესმის, რომ
გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი, ასე რომ ვთქვათ და თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაც რომ გარისკონ პილოტებმაც, არ არის მიზანშეწონილი, არ არის დაშვებული. არ შეიძლება, რომ უბრალოდ, როდესაც შეიძლება დილით, სამ საათში გამოვიყვანოთ ადამიანები, გავრისკოთ და დავღუპოთ ან ვერტმფრენი, ან პილოტები“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ვერტმფრენები სრულად არის აღჭურვილი და მხოლოდ ღამე იყო თუ არა პრობლემა, ვახტანგ გომელაურმა უპასუხა:
„კი ბატონო. ვერტმფრენს შეუძლია ფრენა, აფრენა. მთებში არის რისკის ფაქტორი. შეუძლია ღამე აფრინდეს, თუ კარგი ამინდია, ვთქვათ, ბათუმის აეროპორტიდან თბილისში, ასევე, ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდეს. რელიეფს გააჩნია. თუ არის მთაგორიანი, თუ მართლა რაღაც გადაუდებელი არ არის, შეუძლიათ იქაც გარისკონ, გარისკონ. უსაფრთხო ადგილას იყვნენ ადამიანები, არ იყო საჭირო, რომ გაერისკათ პილოტებს. შეიძლება, ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო“.
„ძალიან ბევრი ადამიანი იყო კიდევ მეწყერში ჩარჩენილი“, - აღნიშნა ჟურნალისტმა, რაზეც მინისტრმის პასუხი იყო: „ისინი გამოვიყვანეთ“.
„რისკია. ღამე არ არის ისეთი ხედვა, ხომ?! ხეობაა, მთა არის, ხეებია და შეიძლება, რაღაცას ისე წამოედოს, რაც მოხდა, სამწუხაროდ, ყაზბეგში, გუდაურში, გამოძიება მიმდინარეობს კიდევ. იქაც გარისკეს პილოტებმა, რადგან ადამიანი ცოცხალი იყო, თუმცა მოხდა უბედურება. იგივე შეძლება განმეორდეს. როცა უსაფრთხოდ არიან მთაზე, სადაც არ შეიძლება ან მეწყერი მოხდეს, ან მდინარე ადიდდეს, რატომ უნდა გარისკონ, ხომ?!“, - განაცხადა გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, დღეს საქართველოს სულ 6 ვერტმფრენი ჰყავს, საიდანაც ოთხი საბჭოთა კავშირის დროინდელი, ხოლო ორი ახალია, თუმცა ეს უკანასკნელი მხოლოდ ხუთ ადამიანს იტევს. ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ ყველა არსებული ვერტმფრენი ტექნიკურად გამართულია.
„სამი ახალი ვერტმფრენი შეძენილია - საფრანგეთში შევიძინეთ და წესით, პირველი ვერტმფრენი მარტში უნდა ჩამოვიდეს, წელს ვერ მოესწრება, სავარაუდოდ. იმ წელს დასრულდება სამი ვერტმფრენის შემოყვანა. ვერტმფრენი მანქანა და ველოსიპედი ხომ არ არის, რომ გავხვიდე და ბაზრობაზე იყიდო?! ხაზს ვუსვამ, რიგებია და თითქმის ერთი წელი ვმუშაობდით, უკვე ნაყიდი გვაქვს და სწავლება, გადამზადება უნდათ პილოტებს“, - განაცხადა შს მინისტრმა.
3 აგვისტოს მოვარდნილმა გლაციალურმა ღვარცოფმა კურორტი შოვი თითქმის მთლიანად გაანადგურა. სტიქიამ მიწასთან გაასწორა კოტეჯები, დააზიანა სასტუმრო, წაიღო ავტომობილები და შოვამდე მისასვლელი ერთადერთ სამანქანო გზაზე ხიდები დაანგრია. მაშველებმა სტიქიის ზონაში შესვლა 3 საათის შემდეგ, მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოახერხეს. 3 და 4 აგვისტოს, შოვიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს. ღვარცოფს სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 20 იდენტიფიცირებულია. 9 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. როგორც გარდაცვლილებს, ისე დაკარგულებს შორის არიან ბავშვები. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტრაგედიის თავიდან არიდება შეუძლებელი იყო.