პარტიები „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან. „ჩვენ გვაერთიანებს ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან; მომავლის მკაფიო ხედვა; მოტივაცია, შევცვალოთ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური მმართველობით. ჩვენ ვქმნით ნორმალურ არჩევანს საქართველოს მოქალაქეებისთვის“, - ნათქვამია „დროას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
2024 წლის ოქტომბერში, საქართველოში სრულად პროპორციული წესით, საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდება. პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5% მაინც მიიღეს.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების და „ქართული ოცნების“ დამარცხების“ მიზნით, 2022 წლის ოქტომბერში სამი ოპოზიციური პარტია გაერთიანდა - „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. „ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალს ვხედავთ ერთიანობაში, როგორც სამოქმედო გეგმის კუთხით, ასევე, პოლიტიკურ, არაპოლიტიკურ, პროევროპულ დიდი ერთიანობაში. სხვა გზა არ არის და ამას ელოდებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, მაგრამ პირველ რიგში ამას ელოდება ჩვენი ქართველი ხალხი“, - განაცხადა მაშინ გიორგი ვაშაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა.
2023 წლის 20 ივლისს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „გირჩმა“ ამომრჩეველთა ხმების 2.89% მიიღო (55 598 ხმა), „სტრატეგია აღმაშენებელმა“ 3.15% (60 671 ხმა).
