გოდოლაძის თქმით, სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრს აშშ-ის დახმარება შეუჩერდა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ აქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარების შეწყვეტა ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტსა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრსაც შეეხო. „ლუგარის ლაბორატორიის შემდეგ ველოდით, რომ გარდაუვალი იქნებოდა“, - განაცხადა ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ილიას უნივერსიტეტი სახელმწიფო სსიპ-ია. გოდოლაძის თქმით, ფინანსური შეზღუდვები, რომლებიც აშშ-ის მთავრობამ, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო დააწესა, შეეხო მიზნობრივ პროგრამასაც, რომლის ბენეფიციარიც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ცენტრი იყო.

„დიახ, ჩვენი დახმარებაც გაურკვეველი ვადით შეჩერდა. ამჟამად ვმუშაობდით სეისმური საფრთხის რუკების განახლებულ ვერსიაზე, რომელსაც, რა თქმა უნდა, აშშ აფინანსებდა. აშშ აფინანსებდა ასევე მონიტორინგის სისტემების მოვლისა და შენახვისათვის საჭირო სამუშაოების უდიდეს ნაწილს -აპარატურის შეძენა და ინსტალაცია არაა საკმარისი, მას მოვლაც სჭირდება; ფინანსურად ეხმარებოდა ჩვენს ახალგაზრდა გუნდს, ვინაიდან სუბსიდირებული სამეცნიერო დაწესებულება ვართ და ძალიან მწირი დაფინასნება გვაქვს სახელმწიფოსაგან.

ჩვენ სამეცნიერო გუნდში 80 თანამშრომელია. ამჟამად 49 სეისმური სადგური გვაქვს მთელი საქართველოს მასშტაბით და 160-მდე გეოდეზიური როგორც მუდმივი, ასევე დროებითი სადგური. ჩვენი სამეცნიერო მიმართულება გამართული, მოსავლელად უსაშველოდ რთული ინფრასტრუქტურის გარეშე ვერ იარსებებს. ხელფასების, სახელმწიფო დაცვის, ინტერნეტ მომსახურების და საველე ავტომანქანების შეკეთების ყოველწლიური ხარჯების შემდეგ, ჩვენს წლიურ ბიუჯეტში თავისუფალი 24 000 ლარი რჩება. დიახ, გვეხმარებოდა აშშ. დღეს საკმაოდ მძიმე რეალობაა“, - განაცხადა თეა გოდოლაძემ.

მისი თქმით, 2020 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება კი არ გაეზარდათ, არამედ ყოველწლიურად უმცირდებოდათ.

„სეისმური სადგურის ერთი კომპლექტი 50 000$-ია თანმდევი ხარჯით. ეს ხომ აპარატურაა, შესაძლებელია გაფუჭდეს, ჩვენთან მოულოდნელი არაფერია, მძიმე პირობებში გვიწევს მუშაობა. ჩვენს თანამშრომელბს მწირი ბიუჯეტის გამო, ჯანმრთელობის დაზღვევაც კი არა აქვთ. ამჟამად ვეძებთ გზებს, როგორ გადავარჩინოთ ის, რაც წლების მანძილზე შევქმენით ჩვენს ამერიკელ პარტიონრებთან ერთად“, - თეა გოდოლაძე იმედს გამოთქვამს, რომ შექმნილი სიტუაცია დროებითია და შეუქცევადად დამაზიანებელი არ გახდება.

„ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღების გამო, აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. 31 ივლისს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-მა შეაჩერა 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოჰქონდა საქართველოს მთავრობისთვის. აღნიშნული თანხა ლუგარის ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პროექტების დაფინანსებასაც მოიცავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ამ თანხის შინაარსს“ ვერ მიაგნეს.

 

ამ თემაზე:

ო’ბრაიენი: „ოცნება“ რეალობას უარყოფს, ამომრჩეველს ეუბნება, რომ ყველაფერი რიგზეა

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).