პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონით ინოვაციური სტარტაპის სტატუსი განისაზღვრება და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს, სამი წლის განმავლობაში, ყველა გადასახადი გაუნულდებათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება“, - თქვა კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ათი წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გამოსვლისას.
„საქართელოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტუნარიანობის და სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით, განისაზღვრება ქვეყნის სამი ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება, პირველი, დღევანდელ მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების გარეშე გლობალურ კონკურენციაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება ბუნებრივია შეუძლებელია. ამ ახალ რეალობაზე საპასუხოდ განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე სამუშაოდ შეიქმნება სპეციალური სამეცნიერო ჯგუფი. შემდეგი საკვანძო მიმართულებაა ფაგები. მოგეხსენებათ, საქართველო ამ ტექნოლოგიებში არის პიონერი, აქვს ქვეყანას ფაგების კვლევის თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება. დღეს, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება ფაგებზე მოთხოვნა, საქართველოს შეუძლია მსოფლიოს შესთავაზოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები ამ მიმართულებით. და ბოლოს აგროტექნოლოგები, აგრარულ სექტორში საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილია დასაქმებული, სააგენტო მიზნად ისახავს ახალი სამეცნიერო ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნას, რომლებიც ქართველ ფერმერებს პროდუქტიულობის და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ბოლო ათი წლის განმავლობაში, საგრანტო პროგრამების ფარგლებში, გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე ინოვაციური სტარტაპები დაახლოებით 38 მილიონი ლარით დაფინანსდა, ბენეფიციარებმა ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის ფინანსური სარგებელი მიიღეს და 3 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს.
