ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა საცხოვრებლებში სულ 22 052 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან ყველაზე მეტს, 3473-ს, საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
- 4 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 5 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 6 ცხინვალში განაცხადეს, რომ ვენესუელის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის შესაფასებელი არ არის
ასეთ საცხოვრებლებში მყოფთა შორის რაოდენობით ქართველები პირველ ადგილზე არიან. მათ მოჰყვებიან ისეთი ქვეყნების მოქალაქეები, როგორებიცაა: ნიგერია (2872 ადამიანი), ალჟირი (2612), სომალი (2150), ზიმბაბვე (1963), ავღანეთი (1330), სამხრეთ აფრიკა (1019), პაკისტანი (642), ალბანეთი (539), ბოტსვანა (520), კონგო (408) და ა.შ.
ბოლო ყოველკვირეულ სტატისტიკას, რომელიც 16 ივლისით თარიღდება, საერთაშორისო დაცვის განსახლების სამსახური (IPAS) აქვეყნებს. სწორედ ეს უწყებაა პასუხისმგებელი ირლანდიაში საერთაშორისო დაცვის (თავშესაფრის) მაძიებელი ადამიანების სახელმწიფო საცხოვრებლებში განსახლებასა და მასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდებაზე.

16 ივლისის მდგომარეობით, თავშესაფრებში საქართველოს 3473 მოქალაქე ცხოვრობდა, 9 ივლისისთვის - 3449, 2 ივლისისთვის - 3432, ხოლო 25 ივნისისთვის - 3394.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, თავშესაფრის მაძიებლების მესამედზე მეტი დუბლინში არსებულ საცხოვრებლებში ცხოვრობს.
ადგილობრივი მედიის (GRIPT) ცნობით, საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით შემცირებულია. მაგალითად, მაისის ბოლოს თავშესაფარი საქართველოს 367-მა მოქალაქემ მოითხოვა, რითაც საქართველო მესამე ადგილზე იყო ნიგერიისა და ალჟირის შემდეგ. 2022 წლის იგივე თვეში თავშესაფარს საქართველოს 758 მოქალაქე ითხოვდა და მათ მხოლოდ სომალის (759) მოქალაქეები უსწრებდნენ.
„შესაძლოა ეს ოპორტუნისტული და არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი პროტესტების შედეგია, ასევე, იმ ფაქტის, რომ ამაზე შეშფოთებას ყველა პარტიის სულ უფრო მეტი წარმომადგენელი გამოხატავს“, - ვკითხულობთ GRIPT-ის სტატიაში.
2018 წლიდან ირლანდიას საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში ჰყავს შეყვანილი.
2023 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი საქართველოს 9586-მა მოქალაქემ მოითხოვა, რაც 1731-ით მეტია 2022 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელზე.
