საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დიდი ზომის ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაცია დაწყებულია და ქვეყნის მასშტაბით, 30-50 პაციენტზე გათვლილი დაწესებულებები აშენდება. მინისტრის თქმით, საჭიროა ფსიქიატრიული საწოლების რაოდენობის მინიმუმ გაორმაგება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
„აქტიურად დავიწყეთ ქვეყნის მასშტაბით ფსიქიატრიული სერვისების მიმწოდებლების აღწერა და სამოქმედო გეგმა გავაკეთეთ. დღეს ქვეყანაში დაახლოებით 1500 საწოლი გვაქვს, თუმცა ეს რაოდენობა, სხვადასხვა ჯგუფის თუ ჩვენი საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებით, მინიმუმ გასაორმაგებელია. ჩვენი პოლიტიკის მიხედვით, არ შეიძლება დიდი ზომის ინსტიტუციები, სადაც ერთად 100, 200, 300 პაციენტი შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, გავაკეთეთ გეგმა მცირე ზომის ფსიქიატრიული დაწესებულებების, რაც ქვეყნის მასშტაბით უნდა გვქონდეს“, - განაცხადა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლის დროს.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია და სამ-ოთხ თვეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედიანში ოთხი ახალი, მცირე ზომის ფსიქიატრიული დაწესებულება იქნება აშენებული: „საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო იქ არსებულ ფსიქიატრიულ პანსიონში, ერთ-ერთი ძველი პანსიონია. იქვე, იმ ტერიტორიაზე შენდება ოთხი მცირე ზომის ფსიქიატრიული დაწესებულება. ბენეფიციარები იქ გადანაწილდებიან. შესაბამისად, მოხდება სხვა დაწესებულებებშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით“.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კვლავ განიხილება კახეთში ფსიქიატრიული დაწესებულებების მშენებლობის საკითხი.
„ორი ფსიქიატრიულის პროექტი იყო კახეთში. ეს პროექტი ჩინელებთან ერთად იყო. სამწუხაროდ, 2019 წლის მერე, კოვიდთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მათი მხრიდან აქტიური კომუნიკაცია არ ყოფილა. მიმდინარე წელს კომუნიკაცია ისევ განვაახლეთ და ვფიქრობ, რომ პროექტი მათთან ერთად შესრულდება და ეს ორი ფსიქიატრიული კახეთში აშენდება“, - განაცხადა მინისტრმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურების გაძლიერება 2021-2030 წლების საქმიანობის გეგმის ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტად აქვს დასახელებული.
