ჯანმომ „კოვიდ-19“-ის გამო ჯანდაცვის გლობალური საგანგებო მდგომარეობა გააუქმა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) დასრულებულად გამოაცხადა „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. ამასთან, ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა აღნიშნა, რომ კორონავირუსი კვლავ რჩება გლობალურ საფრთხედ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გებრეისუსის თქმით, „კოვიდ-19“ გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ჯანდაცვის კრიზისი - მან გამოიწვია სერიოზული ეკონომიკური რყევები, მოშალა ვაჭრობა და მოგზაურობა, გაანადგურა ბიზნესები და მილიონობით ადამიანი გააღარიბა.

„1221 დღის წინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიტყო ჩინეთში, ვუჰანში დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული პნევმონიის კლასტერის არსებობის შესახებ. 2020 წლის 30 იანვარს გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა „კოვიდ-19“-ის გლობალური აფეთქების გამო, რაც განგაშის უმაღლესი დონეა. მაშინ, ჩინეთის გარეთ 100-ზე ნაკლები შემთხვევა ფიქსირდებოდა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ იყო. სამი წლის განმავლობაში, „კოვიდ-19“-მა მსოფლიო თავდაყირა დააყენა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გარდაცვალების 7 მილიონი შემთხვევის შესახებ ეცნობა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა რამდენჯერმე მეტია და სულ მცირე 20 მილიონს შეაგდენს“, - განაცხადა გებრეისუსმა.

ჯანმოს დირექტორის თქმით, გასულ კვირაში კორონავირუსით ყოველ სამ წუთში ერთი ადამიანი იღუპებოდა, მსოფლიოს გარშემო ათასობით ადამიანი ისევ იბრძვის სიცოცხლისთვის, მილიონობით კი კოვიდის შემდგომი გართულებებით აგრძელებს ცხოვრებას:

„კოვიდი ისევ აქ რჩება, ის ისევ კლავს და განიცდის ცვლილებას. არსებობს ახალი ვარიანტების გაჩენის რისკი. ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ნებისმიერმა ქვეყანამ გააკეთოს, არის დღევანდელი ახალი ამბის გამოყენება მიზეზად, რომ შეასუსტოს ყურადღება, დაშალოს ნაშენები სისტემები ან თავის ხალხს გაუგზავნოს გზავნილი, რომ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით სანერვიულო არაფერია“.

ოფიციალური მონაცმებით, პანდემიის დაწყების შემდეგ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 792 109 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვალების ჯამური რაოდენობა კი 17 000-მდეა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.