„ქართული ოცნება“ არალეგიტიმურ პარლამენტში პრეზიდენტის არჩევნებს ატარებს. კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოსთან აქციისა და საპოლიციო ძალების მობილიზაციის ფონზე მიმდინარეობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არჩევნებში პრეზიდენტობის მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს. „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატად ყოფილი ფეხბურთელი და დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა, რომელსაც უმაღლესი განათლება არ აქვს.
პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მოქალაქეების ნაწილი დიპლომებით და ბურთებით მივიდა. ერთ-ერთი მათგანის თქმით, ამ პერფორმანსით აპროტესტებენ იმ გზავნილს, რომელიც „არალეგიტუმურმა მთავრობამ ახალგაზრდებს გაუგზავნა - რომ განათლებას ფასი არ აქვს“.
აქციაზე იმყოფებიან საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური გაერთიანებების წარმომადგენლებიც. „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულ პრეზიდენტს ლეგიტიმაცია არ ექნება.
„ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილის პარტიას ჯერ კიდევ სთავაზობს პოლიტიკურ გამოსავალს კრიზისიდან - ეს არის ახალი არჩევნების დანიშვნა და სანამ ამის დრო არის, მათ ეს წინადადება უნდა მიიღონ, დანიშნონ ახალი არჩევნები. სხვაგვარად ეს კრიზისი არ განიმუხტება“, - თქვა ცუცქირიძემ მედიასთან.

საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ აირჩევა. კენჭისყრა, რომელიც ღიაა, 09:00 საათზე დაიწყო და 14:00 საათზე დასრულდება. ამის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია შედეგებს გამოაცხადებს.
საარჩევნო კოლეგია 300-წევრიანია. კოლეგიის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის 150 წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ყველა წევრი - 21 დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს 20 წევრი და საკრებულოების 109 წევრი.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 109 წევრიდან „ქართულ ოცნებას“ 54 წევრი უნდა წარედგინა, ხოლო რვა ოპოზიციურ პარტიას - 55. იმის გამო, რომ ოპოზიციამ საარჩევნო კოლეგიაში საკრებულოებიდან წევრები არ დანიშნა, მათთვის განსაზღვრული 55 ადგილი „ქართულმა ოცნება“ შეავსო, რის გამოც საარჩევნო კოლეგიაში „ქართულ ოცნებას“ 211 წევრი ჰყავს.
არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა - საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, თემურ მჟავიამ და ზურაბ ჯგუბურიამ.
არჩევნების ჩასატარებლად საკმარისია საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის, მინიმუმ, 151 წევრის დასწრება, ხოლო პრეზიდენტის ასარჩევად საჭიროა კოლეგიის, სულ მცირე, 200 წევრის ხმა. საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს არის დანიშნული. ფორმალურად სწორედ ამ დღიდან შეუწყდება უფლებამოსილება ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ამბობს, რომ ის ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება და მისი „მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს მას“, ვინც ის უნდა შეცვალოს.
