„ამას აღვიქვამთ, როგორც მტრულ სვლას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი მომავლის მიმართ. ამ კანონის ხელახალი შემოღება ძირს უთხრის საქართველოს მძიმედ მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს“, - ნათქვამია ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ნორვეგიისა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეთა ერთობლივ განცხადებაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, „უცხოური აგენტების“ შესახებ რუსული კანონი საპარლამენტო განხილვებიდან გაიწვიოს.
„3 აპრილს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დააანონსა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი შემოღება, რომელიც, ფაქტობრივად, წარმოადგენს გასული წლის ე.წ. რუსული კანონის უცხოური აგენტების შესახებ ასლს.
იმის გათვალისწინებით, რომ ქუჩებში გამოსული ქართველი ხალხის უზარმაზარი ზეწოლისა და აბსოლუტური მობილიზაციის პირობებში, მმართველმა პარტიამ 2023 წლის მაისში პირობა დადო, რომ „უპირობოდ გააუქმებს“ მსგავს კანონმდებლობას საპარლამენტო განხილვებიდან;
ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ ამ პუტინის რუსეთის სტილის კანონის შინაარსის შესახებ, რომელიც შექმნილია საქართველოს აქტიური პროევროპული სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზაციისა და შესუსტების მიზნით, მაშინ როცა ის ფართოდ არის ცნობილი, როგორც საქართველოს უდიდესი აქტივი/საგანძური/ძვირფასეულობა და იმედი და ბიუჯეტისა და დაფინანსების გამჭვირვალეობის თვალსაზრისით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რეპუტაცია აქვს.
იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის თავისუფლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება არის დემოკრატიის საფუძველი და გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებისთვის, ამ კანონის ხელახალი შემოღება ძირს უთხრის საქართველოს მძიმედ მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს.
ამას აღვიქვამთ, როგორც მტრულ სვლას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი მომავლის მიმართ და ამის გამო სერიოზულ შეშფოთებას გამოვხატავთ;
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ იგი შეასრულებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 რეკომენდაციას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე და რომ ამ დრომდე საქართველომ ამ რეკომენდაციებიდან მხოლოდ 3 შეასრულა;
ასევე შეგახსენებთ, რომ მე-9 რეკომენდაცია მოიცავს მოწოდებას საქართველოსთვის, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება და 1-ლი კი მოუწოდებს საქართველოს, ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ;
მოვუწოდებთ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს იგი საპარლამენტო განხილვებიდან, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ველით, რომ საქართველო დაიცავს თავის ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშესაწყობად.
ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გამოავლენს თავის სიმწიფეს და მონდომებას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისთვის და იხელმძღვანელებს დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებით. ქართველი ხალხის მომავალი სასწორზე დევს“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსული კანონის მიღების გეგმას საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები აკრიტიკებენ:
- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, ეს კანონი საქართველოს ევროპის გზას ჩამოაცილებს და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მოქალაქეების ცხოვრებას აუმჯობესებენ.
- ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „უცხოური აგენტების“ ან „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება „რეალურად ეწინააღმდეგება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მთელ ძალისხმევას“. სტოლტენბერგი შიშობს, რომ „კანონის, რომელმაც შემოიტანა ეს იდეა უცხოური აგენტის შესახებ“ რეალურად გავლენა ექნება როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე საქართველოში მოქმედზე ბევრ მედიასაშუალებაზე.
- ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერმა, პიტერ სტანომ ხელისუფლებას შეახსენა ვროკომისიის 1-ელი და მე-9 რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნისთვის აუცილებელია ხელისუფლებამ უზრუნველყოს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება და ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ.
„ქართულ ოცნებას“ სურს რუსული კანონი, რომელზეც უარი 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო თქვა, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღოს. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, შარშანდელზე დიდი პროტესტის შემთხვევაშიც კი, კანონპროექტს უკან არ გაიწვევენ.