ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ მთავრობა, ზემო სვანეთში, ხაიშის თემში გაჩერებული 702 მგვტ სიმძლავრის ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას 2023 წლიდან განაახლებს. დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ ინვესტორი კომპანიისგან ხუდონჰესის პროექტი 13.5 მილიონ დოლარად გამოისყიდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
„დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მოიწონა შეთანხმება ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ. შესაბამისად, შედგა შეთანხმება ინვესტორ კომპანიასთან და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, პროექტის განხორციელება დავიწყოთ 2023 წელს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით. ამ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ელექტროსისტემისთვის, ზოგადად სისტემის გენერაციისთვის, მათ შორის, არსებული „ენგურჰესის“ მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისთვის.
პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ის, რომ სახელმწიფოს შეძლებოდა პროექტის დაბრუნება იმისთვის, რომ აღარ ყოფილიყო ბარიერი პროექტის განხორციელების ეტაპზე და დროში, უმოკლეს პერიოდში ჩვენ შევძლოთ პროექტის განხორციელების დაწყება. 13,5 მილიონი აშშ დოლარი იყო ის თანხა, რა თანხაზეც მოხდა მორიგება ინვესტორ კომპანიასთან. ჩვენ გვყავდა საერთაშორისო იურიდიული კომპანია „ჰოგან ლოველსი“, რომელიც ამ მორიგების პროექტს ამზადებდა. ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური და საქართველოსთვის ხელსაყრელი პირობები, რომ ჩვენ ერთი მხრივ, დავიბრუნეთ ის ტერიტორიები, რომლებიც კომპანიას ჰქონდა გადაცემული, დავიბრუნეთ უფლებები და შესაბამისად, როგორც აღვნიშნე, ყოველგვარი ბარიერის გარეშე შეგვიძლია პროექტის განხორციელების ეტაპზე გადავიდეთ.
სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობა იქნება ასეთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტებში. ამას პრემიერ-მინისტრი საუბრობდა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ვადასტურებ, რომ ეს არის სწორი, სახელმწიფოებრივი მიდგომა და ამ შემთხვევაში
ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მოვახერხებთ ეფექტიან კომუნიკაციას მოსახლეობასთან და გვექნება მოსახლეობის მხარდაჭერაც იმიტომ, რომ ეს იქნება საქართველოს პროექტი, საქართველოს მოსახლეობის პროექტი, საქართველოს რესურსების გამოყენებით აშენდება და საბოლოოდ საქართველოს მოსახლეობა მიიღებს იმ ეკონომიკურ სიკეთეს, რაც ამ პროექტის განხორციელებით უნდა მივიღოთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ხაიშის თემში ხუდონჰესის მშენებლობა მოსახლეობისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების პროტესტის გამო მრავალი მიზეზითაა გაჩერებული - მათ შორის, ინვესტორი კომპანია რეგისტრირებულია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაში; არ არის ცნობილი ვინ დგას ამ კომპანიის უკან; პროექტის მიხედვით, ხუდონჰესის კაშხლის სიმაღლე 200 მეტრია, წყალსაცავის მოსაწყობად კი 528 ჰექტარი ტერიტორია უნდა დაიტბოროს, ხაიშის თემის სოფლები, ეკლესიები, სასაფლაოები, ისტორიული ძეგლები, ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი გზის ნაწილი. გადასახლებას ექვემდებარება 2000-მდე ადამიანი. ხაიშის თემის მოსახლეობამ ადათობრივი სამართლის მიხედვით, წმინდა გიორგი ეკლესიაში ხატზე დაიფიცა, რომ ხუდონჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ჩაშალეს ხუდონჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვაც.
ხუდონჰესი საქართველოში სიდიდით მეორე ჰიდროელექტროსადგური უნდა ყოფილიყო ენგურჰესის შემდეგ. მისი მშენებლობა 1979 წელს, საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო, თუმცა ეროვნული მოძრაობის, სტუდენტების, ადგილობრივი მოსახლეობის ერთობლივი პროტესტის გამო შეჩერდა. 2011 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, ინდურმა კომპანია „ტრანს-ელექტრიკამ“ ხუდონჰესის მშენებლობის უფლება მოიპოვა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელი დიდი ჰესების მშენებლობის დაწყების წლად გამოაცხადა. „დაიწყება ნენსკრას, ხუდონის, ალბათ, ნამახვანისა და სხვა ჰესების მშენებლობა“, - განაცხადა სააკაშვილმა 2011 წელს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრისას. „ტრანს-ელექტრიკას“ ხაიშის თემში 1536 ჰექტარი მიწა 1 დოლარად გადასცეს.
მინისტრ დავითაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურნენ ხუდონჰესის წინააღმდეგ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები. მათი თქმით, ხელისუფლებას არანაირი მხარდაჭერა არ ექნება ძველ, საბჭოთადროინდელ დამანგრეველ პროექტზე.