პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შესახებ რეზოლუციის მიღებას „გლობალურ ომის პარტიას“ უკავშირებს. მისი თქმით, დოკუმენტს „ჩალის ფასი“ აქვს და უშედეგო იქნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 3 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 4 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 5 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
- 6 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სამი სხვადასხვა ასეთივე ტიპის რეზოლუცია იქნა მიღებული ევროპარლამენტში და ეს არის მორიგი, მეოთხე რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო. აქ იკითხება იმ ძალების ხელი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. აშკარაა, რომ კონკრეტული ძალები ვერ ეგუებიან იმას, რომ ქვეყანაში არ შედგა მეორე ფრონტი, არ შედგა ომი და ეს არის ერთგვარი ბოლო გაბრძოლება ამ ძალებისთვის, იმისთვის, რომ მოახერხონ ასეთი სცენარის განვითარება. ისინი იმედს ამყარებენ საპარლამენტო არჩევნებზე და ამისთვის შედგა რეალურად ევროპარლამენტში ეს დისკუსია. ამისთვის იქნა მიღებული ეს რეზოლუცია, თუმცა ამ ძალების ეს მცდელობა არის განწირული წარუმატებლობისთვის“, - განაცხადა კობახიძემ პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, ასეთი რეზოლუციების უკან დგას არა ევროკავშირის და მისი მოსახლეობის ინტერესები, არამედ „სხვა კონკრეტული ძალების ინტერესები“.
„ძალიან მკაფიოდ იკითხება ამ რეზოლუციიდან უსამართლობა. ისევ არის საუბარი „ქართული ოცნების“ დასჯაზე, ისევ არის საუბარი „ნაციონალური მოძრაობის" მფარველობაზე. ეს არის მთავარი წითელი ხაზი, რომელიც გასდევს ამ რეზოლუციას. რა თქმა უნდა, უსამართლო დოკუმენტს არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთვის. ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორც წინა სამ რეზოლუციას და ისეთივე უშედეგო იქნება ეს რეზოლუცია, როგორც წინა სამი“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
9 ოქტომბრის რეზოლუციას „დემოკრატიული უკანდახევა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეები საქართველოში“ 495 ევროპარლამენტარის მხარდაჭერა აქვს. ისინი ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ, დაუწესონ პერსონალური სანქციები მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, მათ შორის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც რეზოლუციაში „ოლიგარქად“ არის მოხსენიებული. ევროპარლამენტარები აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ არადემოკრატიულ კანონებსაც, მათ შორის, ე.წ. „აგენტების შესახებ“ რუსულ კანონს და ითხოვენ, რომ მათ გაუქმებამდე გაიყინოს ევროკავშირის ყველა დაფინანსება, რომელსაც საქართველოს მთავრობა იღებს.
