„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს უარი უთხრა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონში ცვლილებების შესატანად სამუშაო ჯგუფის შექმნაზე. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ევროსაბჭო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ჯგუფის შექმნაზე შეთანხმება 2024 წლის 20 დეკემბერს, გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტის დროს იქნა მიღწეული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
20 იანვარს, ევროპის საბჭოს სამდივნომ „ქართული ოცნების“ მთავრობას ოფიციალური წერილით მიმართა სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების თაობაზე, თუმცა, მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა.
„ორშაბათს [3 თებერვალს], სატელეფონო საუბრისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „შეცვლილი გარემოებების გამო“ მის მთავრობას აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში და შეცვალოს „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი, როგორც ეს მანამდე იყო გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა ევროპის საბჭოსთან მთავრობათაშორისი თანამშრომლობის გაგრძელებაზე.
გენერალურმა მდივანმა ღრმა სინანული გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების თაობაზე. მან კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების, ასევე ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტის მზარდი პოლარიზაციის გამო.
ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია შეფასდეს ხელისუფლების კურსის შეცვლით გამოწვეული ახალი ვითარების ზეგავლენა. საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი გრძელდება“, - ნათქვამია ევროსაბჭოს განცხადებაში.
5 თებერვალს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მომდევნო ორი თვის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული ახალი კანონის მიღებას აპირებენ. როგორც მდინარაძემ განაცხადა, ეს იქნება აშშ-ში არსებული FARA-ს „პირდაპირი ასლი“ და მის სრულ ამოქმედებას უზრუნველყოფენ. დაანონსებული კანონის ძალაში შესვლის შემდეგ რუსული კანონის გაუქმება იგეგმება.
