ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა Riga StratCom Dialogue 2024-ზე გამოსვლისას საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის პოლიტიკა გააკრიტიკა. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის თავდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი პორტალი Sargs.lv ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება მოითხოვს ევროკავშირის სასწრაფო და მკაცრ მოქმედებას. Sargs.lv-ის ცნობით, მან გამოხატა შეშფოთება საქართველოში რუსეთის გავლენის გაზრდის გამო, რაც „გამოწვეულია სტრატეგიული საკომუნიკაციო და შესაძლო ფინანსური ოპერაციებით“. ედგარს რინკევიჩმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გააგზავნოს მკაფიო გზავნილი საქართველოს კანდიდატის სტატუსის შეჩერებით, რათა სიტუაცია არ გაუარესდეს.
„თუ ჩვენ არ გავაგზავნით ძალიან მკაფიო, ძალიან მკაცრ გზავნილს, არამედ მხოლოდ სიტყვებით გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას, მაშინ სიტუაცია გაუარესდება“, - თქვა რინკევიჩმა.
მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გაითვალისწინოს თავისი ხალხის სურვილები და არ დაემორჩილოს გარე გავლენებს, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ლატვია მხარს დაუჭერს საქართველოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა პატივს სცემს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს.
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ მასშტაბური საპროტესტო აქციების, დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი დაამტკიცა, ევროკავშირში საპასუხო ზომებზე მსჯელობა დაიწყეს. განიხილება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერება, ვიზალიბერალიზაციის და ფინანსური დახმარების გადახედვა. ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებას ევროკავშირის ყველა წევრის, 27-ვე სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება.
