ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებას ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სექტორში დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„იმედგაცრუებით აღვნიშნავთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების განახლება ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს და ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მის მიერ არჩეულ გზას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს, შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის საავიაციო სექტორში“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.
თითქმის ოთხი წლის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდა. მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი დღეს, 19 მაისს, რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ შეასრულა. რეისით თბილისში ჩამოვიდნენ ქართველი პრორუსი პოლიტიკოსები, აქტივისტები და ბიზნესმენებიც - ვალერი კვარაცხელია, დიმიტრი ლორთქიფანიძე, მერაბ ჭიქაშვილი და მამუკა ფიფია. ჭიქაშვილმა, რომელიც ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავმჯდომარეა, ფრენების განახლებისთვის ვლადიმერ პუტინს მადლობა საქართველოს მოქალაქეების სახელით გადაუხადა.
„აზიმუტი“ (Azimuth Airlines) პირველი რუსული ავიაკომპანიაა, რომელსაც, პუტინის განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებაზე პირდაპირი ფრენების შესრულების ნებართვა მისცა. მას საქართველოში ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია, შპს „აერო ჰენდლინგ ჯორჯია“ (Aero Handling Georgia) მოემსახურება. კომპანია საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სულ რაღაც ერთი თვის წინ, 2023 წლის 21 აპრილს დაარეგისტრირა. მისი დირექტორი და წილების 60%-ის მფლობელი დავით კვარაცხელიაა.
20 მაისიდან თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეისებს ქართული კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებს, ხოლო 2 ივნისიდან, კვირაში სამჯერ, სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი იფრენს.
ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, შეუერთდეს ავიაციის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის და რიგი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებულ სანქციებს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ფრენების განახლების შესახებ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ქვეყნის ევროპული გზისა და საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით, რაც საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირის გადაწყვეტილებებთან თანხვედრას გულისხმობს.
ამ თემაზე:
ევროკავშირის პოლიტიკას რომ დავემორჩილოთ, ევროკავშირის წევრი უნდა ვიყოთ - პრემიერი
