რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან თბილისისკენ პირველი თვითმფრინავი გამოფრინდა. პროპაგანდისტული „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ავიაკომპანია „აზიმუტის“ ბორტზე იმყოფება „ქართული დელეგაციაც“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
მოსკოვი-თბილისის რეისით მგზავრობენ პრორუსი პოლიტიკოსი, ააიპ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია, ყოფილი პარლამენტარი, ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე და ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავმჯდომარე მერაბ ჭიქაშვილი.
„ჩემი სახელით, ჩემი ორგანიზაციის სახელით, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილის სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს იმისთვის, რომ ხელი მოაწერა ამ განკარგულებას და მოიწონა, დააკმაყოფილა ჩვენი თხოვნა. რაც მთავარია, ეს იყო ხალხის თხოვნა და ჩვენ კარგად ვიცით, ამ ხელმოწერის მნიშვნელობა“, - ამბობს ჭიქაშვილი.
„19 მაისს, 13 საათსა და 50 წუთზე თბილისის აეროპორტში დაეშვება ისტორიული თვითმფრინავი, რეისით A 4851. ჩვენს ძვირფას თანამემამულეებთან ერთად ამ პირველი რეისით ჩამოვფრინდებით დელეგაციის წევრებიც, ვისმა დაძაბულმა დიპლომატიურმა შრომამ ნაყოფი გამოიღო. ამიერიდან ბედნიერად იფრინეთ უვიზოდ და პირდაპირი რეისებით!“, - დაწერა სოციალურ ქსელში ვალერი კვარაცხელიამ.
ბიზნესმენი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ ახლა რუსეთში აღარ იქნება ქართველი სპეციალისტების ნაკლებობა, განსაკუთრებით სარესტორნო და სამშენებლო ბიზნესში: „ჩვენ ძალიან პოზიტიურ ცვლილებებს ველოდებით. რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენით ბიზნესი დიდ სარგებელს მიიღებს“.
„აზიმუტი“ (Azimuth Airlines) პირველი რუსული ავიაკომპანიაა, რომელსაც, პუტინის განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებაზე პირდაპირი ფრენების შესრულების ნებართვა მისცა.
რუსულ ავიაკომპანიას საქართველოში ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია, შპს „აერო ჰენდლინგ ჯორჯია“ (Aero Handling Georgia) მოემსახურება. კომპანია საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სულ რაღაც ერთი თვის წინ, 2023 წლის 21 აპრილს დაარეგისტრირა. მისი დირექტორი და წილების 60%-ის მფლობელი დავით კვარაცხელიაა.
მოსკოვიდან პირველ ავიარეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან საპროტესტო აქციით დახვდებიან. როგორც ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, მოქალაქეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და აეროპორტისკენ კოლონებით გაემართებიან.
საქართველოსთან თითქმის ოთხი წლის წინ შეწყვეტილი ავიამომოსვლის განახლების თაობაზე განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვალდიმერ პუტინმა 2023 წლის 10 მაისს გამოსცა. ფრენების აღდგენის გარდა, გაუქმდა 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი - 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა უვიზოდ შეუძლიათ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პუტინის ამ გადაწყვეტილებებს მიესალმა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ ეს არის მორიგი რუსული პროვოკაცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს. მისი თქმით, ვიდრე რუსეთი მთელი მსოფლიოსთვის აგრესორი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტია, ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია. ზურაბიშვილმა რუსეთის მოქალაქეებისთვის 3-თვიანი სავიზო რეჟიმის შემოღებაც მოითხოვა.