საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ნიშნავს, რომ აღიარებს რომელიმე ინსტიტუტის დამოუკიდებლობას ან ლეგიტიმურობას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 3 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 4 პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალდება წარუდგინა
- 5 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 6 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
„ამ შემთხვევაში უნდა იყოს მიცემული იმის მაგალითი, რომ შეიძლება ბრძოლა ბოლომდე გააგრძელო. არ შეიძლება, რომ გაჩერდე და კონსტიტუციურ უმაღლეს სასამართლოს არ დაუყენო საკითხი მის წინაშე (ადამიანები, სავლე და პავლე იცვლებიან), სინდისის წინაშე, თვლიან, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება თუ არ ეწინააღმდეგება იმ მუხლს, რომელიც ჩვენ ევროინტეგრაციის გარანტიას გვაძლევს. საინტერესო იყო ჩემი იმპიჩმენტის სასამართლო იმ მხრივ, რომ სამი მოსამართლე გამოჩნდა, რომლებმაც გაბედეს და თქვეს, რომ არ ეთანხმებოდნენ... სხვათა შორის, მათი დასკვნები უცხოეთში გაზიარდა და ძალიან დაფასებული იქნა იმიტომ, რომ იყო ძალიან სერიოზული ნაშრომი.
აქაც მივცეთ შანსი, რომ თავიანთი სათქმელი თქვან იმ საკითხზე, რომელიც აღელვებს მთელ ჩვენს საზოგადოებას, პარტნიორებს და ძალიან მაინტერესებს, როგორ შევლენ ისტორიაში ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე დღის წინ მიმართა. 69 გვერდიანი სარჩელით პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ რუსული კანონი და მისი ცალკეული ნორმები კონსტიტუციის ექვს მუხლთან მოდის წინააღმდეგობაში: მუხლი 78 - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია; მუხლი 22 - გაერთიანების თავისუფლება; მუხლი 15 - პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები; მუხლი 17 - აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები; მუხლი 12 - პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება; 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადება: „კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“. სალომე ზურაბიშვილი საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე რუსული კანონის მოქმედების შეჩერებას ითხოვს. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო.
