დღეს, 21 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
„ჩვენი წესდების თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს უფლებამოსილება აქვს, წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი და არ იქნება, ალბათ, განსაკუთრებული სიურპრიზი ის, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად წარმოადგინა ბატონი ირაკლი კობახიძე და ბუნებრივია, პოლიტსაბჭოს მხრიდან სრულად მხარდაჭერილი იქნა სრულად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მდინარაძის თქმით, პარლამენტის შეკრების შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს.
„ასევე, მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა იქნას ჩანიშნული პარლამენტის პირველი ხდომის შემდგომ, ამისთვის კონკრეტული ვადაა განსაზღვრული და ჩვენ მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.
როგორც ის ამბობს, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტობის კანდიდატის შესახებ მსჯელობა არ ყოფილა.
„ქართული ოცნება“ პარლამენტის პირველ სხდომაზე შეკრებას 25 ნოემბერს, ორშაბათს გეგმავს იმის მიუხედავად, გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და პირველ სხდომას მოიწვევს თუ არა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.93% მოიპოვა და საკანონმდებლო ორგანოში 150-დან 89 მანდატი მიიღო. „კოალიციას ცვლილებისთვის“ ხმების 11.03% და 19 მანდატი აქვს, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ - 10.17% და 16 მანდატი, „ძლიერ საქართველოს“ - 8.81% და 14 მანდატი, ხოლო პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ - 7.78% და 12 მანდატი.
ცესკოს საბოლოონ მონაცემებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება, ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი კი მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა. სალომე ზურაბიშვილი და 34 ოპოზიციონერი დეპუტატი არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ.
