მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000-ლარიან დახმარებას მიიღებენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ფოტო არქივიდან | REUTERS/David Mdzinarishvili

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს მიიღებენ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს, რომ დღეს ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის 114 მონაწილეა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

500-ლარიანი დახმარებაა გათვალისწინებული მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის. ოჯახის წევრებში იგულისხმებიან მეორე მსოფლიო ომში დაღუპულის მეუღლე და ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი, რომლებიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი.

ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, ხოლო თბილისში რეგისტრირებულთათვის - დედაქალაქის მერია. მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური არ ავრცელებს ინფორმაციას, ჯამურად რა ოდენობის თანხაა გამოყოფილი. 1000 და 500-ლარიანი ერთჯერადი დახმარება გაიცემოდა გასული წლების განმავლობაშიც.

საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავს ხვალ, 9 მაისს აღნიშნავს. მეორე მსოფლიო ომი, რომელიც 1939 წლიდან მიმდინარეობდა, 1945 წელს ვერმახტის, ნაცისტური გერმანიის შეიარაღებული ძალების, კაპიტულაციით დასრულდა. საომარი მდგომარეობა, ევროპაში, 1945 წლის 8 მაისს (მოსკოვის დროით 9 მაისს) შეწყდა, ხოლო აზიაში - 1945 წლის 2 სექტემბერს, იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ. ომს დაახლოებით 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ომი 1941 წლის 22 ივნისიდან მიმდინარეობდა. საქართველოდან საბჭოთა ჯარში გაწვეული იყო 700 000-ზე მეტი მებრძოლი, მათგან 300 000-ზე მეტი ფრონტიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდა. მეორე მსოფლიო ომში ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან საქართველომ პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.