გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი თბილისში ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დანაშაული საქართველოს პარლამენტის მიერ ჰომოფობიური კანონის მიღებიდან ერთ დღეში მოხდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„ვინც სიძულვილს თესავს, ძალადობას მოიმკის. კესარია აბრამიძე მოკლეს. პარლამენტის მიერ ანტი-ლგბტქ კანონის მიღებიდან მხოლოდ ერთ დღეში. ღრმად შოკირებული ვარ და მოვუწოდებ მმართველ პარტია „ქართულ კოშმარს“ დაუყოვნებლივ გაიწვიოს სამარცხვინო კანონი“, - წერს გერმანელი დეპუტატი.
მიხაილ როთმა საქართველოს მმართველი პარტია „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მიღების გამო მანამდეც გააკრიტიკა. მისი თქმით, საქართველოს რუსიფიკაცია პროგრესირებს, ხდება სექსუალური უმცირესობების სტიგმატიზაცია და კრიმინალიზება. „საქართველოს რეჟიმს სურს გაანადგუროს ქვეყნის ტოლერანტობისა და ღიაობის საამაყო ტრადიცია და ევროკავშირისკენ მიმავალი გზა“, - წერდა ის.
17 სექტემბერს, პარლამენტის 84 დეპუტატის მხარდაჭერით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების უკან გაწვევის მოწოდებით გამოვიდა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელიც. ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტი ძირს გამოუთხრის ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს, გაზრდის დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას.
საქართველოს ხელისუფლება კრიტიკას არ იზიარებს. 18 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „ჯერ ჩვენ მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი ფუნდამენტური, ევროპული პრინციპი და სრულიად უტიფრად ეს კანონი გამოგვიცხადეს რუსულ კანონად. ახლა ჩვენ მივიღეთ მეორე კანონი, რომელიც აწესრიგებს უმარტივეს რამეს, კაცი უნდა იყოს კაცი, ქალი უნდა იყოს ქალი, კაცს უნდა ერქვას კაცი და ქალს უნდა ერქვას ქალი და ამასაც გვიცხადებენ რუსულ კანონად. ეს არის კიდევ ერთი აბსოლუტურად გაუგებარი მოვლენა. არ შეიძლება ქართული საზოგადოების აღქმაში ევროპა ასოცირდებოდეს გაუმჭვირვალობასა და ლგბტ პროპაგანდასთან, ეს არასწორია. ეს, რა თქმა უნდა, არ წაადგება ევროკავშირის იმიჯს ქართულ საზოგადოებაში“.
