მნიშვნელოვანია, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საერთო პლატფორმა შეიქმნას - ალიევი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, სამმხრივ ფორმატში შეიქმნას მოლაპარაკებების პლატფორმა აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის. მისივე თქმით, აქ ასევე შესაძლებელია ენერგეტიკის, კომუნიკაციებისა და სხვა ორმხრივი ინტერესის საკითხების განხილვა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ალიევმა განცხადება 6 ოქტომბერს, პრაღაში, მრგვალი მაგიდის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.  6-7 ოქტომბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტი იმართება. სამიტში  ევროკავშირის 27 წევრი და 17 პარტნიორი სახელმწიფოს მეთაურები მონაწილეობენ. სამიტის ფარგლებში იმსჯელეს „ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების“ თემაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზად არის, თბილისი იყოს ადგილი, სადაც სამხრეთელი მეზობლები მშვიდ და წყნარ დიალოგს შეძლებენ.

„ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის აქტიური მონაწილეობით მოხერხდა კონკრეტული ხელშესახები შედეგების მიღება შარშან, გაგრძელდა ეს პროცესი, რამდენიმე თვის წინ, ჩვენ ორ საგარეო საქმეთა მინისტრს ვუმასპინძლეთ საქართველოში, ესეც ამის მაგალითია, რომ განსაკუთრებული ნდობა გვაქვს ჩვენი მეგობრების და მომავალშიც ყოველთვის მზად ვართ, რომ საქართველო, თბილისი იყოს ადგილი, სადაც ჩვენი სამხრეთელი მეზობლები შეძლებენ მშვიდ და წყნარ დიალოგს იმისთვის, რომ მათ კონკრეტული შედეგი მიიღონ ამ მოლაპარაკებებიდან და ჩვენს რეგიონში დამყარდეს მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ ამ პროცესში არანაირი წინაპირობები არ გვაქვს. ერთადერთი შეთავაზება, რაც ჩვენი მეზობლების მისამართით გავაკეთეთ და ეს ძალაშია დღესაც და ყოველთვის, ნებისმიერ დროს, მათთვის სასურველ დროსა და სივრცეში, ჩვენს ქვეყანაში მზად ვართ, რომ ვუმასპინძლოთ ჩვენს მეზობლებს და დავეხმაროთ, თუ კი ამის საჭიროება იქნება, გააძლიერონ დიალოგი და გააღრმავონ ეს პროცესი იმისთვის, რომ მივაღწიოთ მშვიდობას რეგიონში,“- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

პრაღაში ერთმანეთს შეხვდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. შესაძლოა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება წლის ბოლომდე გაფორმდეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს. სამიტის ფარგლებში ერთმანეთს პირველად შეხვდნენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.