უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გიორგი მიქაუტაძის მიერ წარმოდგენილი ცნობა, რომელიც უნდა ადასტურებდეს დედამისის მიერ კონკრეტული კომპანიისგან მიღებულ შემოსავალს, ამავე კომპანიის ოფიციალურ ფინანსურ ანგარიშებთან შეუსაბამოა. ეს საკითხი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 3 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციიებიდან ირკვევა, რომ 2022 წელს დედამ, დარეჯან თავართქილაძემ მას 100 000 აშშ დოლარი აჩუქა, ხოლო 2023 წელს - 50 000 დოლარი.
მოსამართლემ სს „ბახტრიონის“ მიერ 2023 წლის აპრილში გაცემული ცნობა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, დარეჯან თავართქილაძე კომპანიაში 2019 წლის 4 თებერვლიდან მუშაობს და თვის განმავლობაში ხელფასის სახით 5005 ლარს იღებს, ხოლო დივიდენდის სახით 17 057 ლარს.
სს „ბახტრიონის“ ძირითადი საქმიანობაა საკუთარ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების იჯარაა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, დარეჯან თავართქილაძე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, მოსამართლემ დედის ფულადი საჩუქრის წარმომავლობაზე საეჭვო ცნობა წარმოადგინა. ორგანიზაციამ „ბახტრიონის“ 2019-2022 წლების ფინანსური ანგარიშები შეისწავლა და დაასკვნა, რომ დარეჯან თავართქილაძეს აღნიშნულ პერიოდში, დივიდენდის სახით, 2.5 ჯერ ნაკლები, თვეში დაახლოებით 6900 ლარი უნდა მიეღო.
„ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს, რაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად სასამართლოს გაჯანსაღების მიზნით გათვალისწინებული ერთ-ერთი წინაპირობაა. ამ მექანიზმის შემოღებას მიქაუტაძე სასამართლოს სხვა გავლენიან მოსამართლეებთან და ხელისუფლებასთან ერთად ეწინააღმდეგება“, - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“.
გიორგი მიქაუტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეა. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2023 წელს მან ხელფასის სახით 134 911 ლარი მიიღო, ხოლო მისი მეუღლის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია კვირიკაშვილის შრომის ანაზღაურებამ 85 513 ლარი შეადგინა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე სოფელ წავკისში, 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელიც 2020 წელს 90 000 დოლარად შეიძინა, ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს იშენებს. 2023 წელს, მშენებლობისთვის 307 000 ლარი დახარჯა, ხოლო 2022 წელს - 403 500 ლარი.