თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები, 23 წლის საბა მეფარიშვილი და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი, რომლებსაც პროკურატურა პარლამენტთან პოლიციის მიერ დროებით განთავსებული რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას და სახელმწიფოსთვის 400 ლარის ოდენობის ზიანის მიყენებას ედავება. მოსამართლე ნათია გუდაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ახალგაზრდებისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
„ფაქტია, რომ პოლიტიკურია, მაგრამ ეს მთავრობა არ აღიარებს, რომ პოლიტიკური დანაშაულია. ეს სამართალია? ველოდით, რომ გაათავისუფლებდნენ. არ არის საკმარისი მტკიცებულება, რომ არ წარმოადგენენ საშიშროებასო. 19 წლის ბავშვი, თურმე, ყოფილა ამ ქვეყნის მტერი“, - უთხრა ჟურნალისტებს ომარ ოკრიბელაშვილის მამამ, გიორგი ოკრიბელაშვილმა.
პროკურორმა განაცხადა, რომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული აქვთ ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხის გამო. „ეს ორივე საფრთხე ძალაშია. ახალი არსებითი გარემოება, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა სასამართლოს ამ მსჯელობას, სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს“, - განაცხადა პროკურორმა.
საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი 16 მაისს დააკავეს. ბრალის დადგენილების მიხედვით, მათ 14 მაისს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დროს როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, ლითონის ძალაყინის გამოყენებით დააზიანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ლითონის კონსტრუქციის ბარიერი, რამაც „გამოიწვია 400 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი“. აქედან ფაქტობრივი ზიანი 250 ლარს შეადგენს, ხოლო 150 ლარი ხელობის ღირებულებაა.
დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
