მოსკოვში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის მინისტრმა, მიხაილ მურაშკომ დღეს განაცხადა, რომ საავადმყოფოში გარდაიცავალა კიდევ ერთი დაშავებული, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
რუსული მედიის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში 80 დაზარალებული რჩება, მათ შორის ექვსი ბავშვია. 23 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმე ან უკიდურესად მძიმეა. 76 ადამიანი უკვე სახლშია გაწერილი.
ტერაქტი საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლში“ პარასკევს, 22 მარტს მოხდა. შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა კონცერტზე დასასწრებად მისული ხალხის მისამართით ცეცხლი გახსნეს და შენობაში ხანძარი გააჩინეს. დაღუპულთა ნაწილი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა, უმეტესობა კი ცეცხლს და კვამლს ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ადგილზე მუშაობა 26 მარტს დაასრულა. რუსული ტელეგრამ არხი „ბაზა“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტერაქტის შემდეგ სულ მცირე 95 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ოპერატიული სამსახურების თანამშრომლებმა ახლობლების თხოვნით შეადგინეს სია, სადაც ის ადამიანები შედიან, რომლებსაც თავდასხმის შემდეგ ვერ უკავშირდებიან და რომლებიც დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არ არიან. კიდევ ერთი არხის ინფორმციით, დაკარგულია 100 ადამიანი. ხელისუფლებას ეს მონაცემები არ დაუდასტურებია.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. 23 მარტს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ტერაქტთან დაკავშირებით 11 ადამიანი დააკავა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მათგან 4 თავდამსხმელია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ მარტის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლება გააფრთხილეს დიდ შეკრებებზე, მათ შორის კონცერტებზე თავდასხმების შესაძლებლობის შესახებ. 7 მარტს, მოსკოვში შეერთებული შტატების საელჩომ საკუთარ მოქალაქეებსაც აცნობა, რომ ასეთ ინფორმაციას ფლობდნენ და მოუწოდა მათ, ხალხმრავალი შეკრებებისთვის თავი აერიდებინათ.
რუსეთი ტერაქტის უკრაინასთან დაკავშირებას ცდილობს. „ეს სისასტიკე შეიძლება იყოს მხოლოდ რგოლი მათი მცდელობების მთელი სერიიდან, ვინც 2014 წლიდან ებრძვიან ჩვენს ქვეყანას კიევის ნეონაცისტური რეჟიმის ხელით. ნაცისტები კი, კარგად ცნობილია, არასდროს ამბობდნენ უარს თავიანთი მიზნების მისაღწევად ყველაზე ბინძური და არაადამიანური საშუალებების გამოყენებაზე“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
უკრაინა მომხდართან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ თავდამსხმელების შესახებ ფაქტები და რუსული სპეცსამსახურების არაკომპეტენტურობა, უდავოა.