ჩვენ ვიცით ვისი ხელით ჩაიდინეს ეს სისასტიკე, გვაინტერესებს ვინ არის დამკვეთი - პუტინი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 22 მარტს მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით მთავრობის, რეგიონების, უშიშროების და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან თათბირი გამართა, სადაც განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ იცის, „ვისი ხელით“ განხორციელდა ტერაქტი, მაგრამ ასევე აინტერესებ ვინ იყო დამკვეთი“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ ვიცით, რომ დანაშაული ჩაიდინეს რადიკალი ისლამისტების ხელით, რომელთა იდეოლოგიას თავად ისლამური სამყარო საუკუნეებია ებრძვის. თუმცა, ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ აშშ სხვადასხვა არხით ცდილობს, დაარწმუნოს თავისი სატელიტები და მსოფლიოს სხვა ქვეყნები, თითქოს, მათი სადაზვერვო მონაცემებით მოსკოვის ტერაქტში არ არსებობს კიევის კვალი, რომ სიხლიანი ტერაქტი ისლამის მიმდევრებმა, რუსეთში აკრძალული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა ჩაიდინეს. ჩვენ ვიცით, ვისი ხელით ჩაიდინეს ეს სისასტიკე რუსეთისა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ გვაინტერესებს, ვინ არის დამკვეთი“, - განაცხადა პუტნმა.

მისი თქმით, რუსეთის სპეცსამსახურებმა პასუხი უნდა გასცენ რიგ შეკითხვებს, მათ შორის იმას, „ნამდვილად არიან თუ არა დაინტერესებული რადიკალური და თუნდაც ტერორისტული ორგანიზაციები დაარტყან რუსეთს, რომელიც დღეს მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთის გამწვავებული კონფლიქტის სამართლიან გადაწყვეტას“.

„მაშინვე ჩნდება კითხვა: ვისთვის არის ეს ხელსაყრელი? ეს სისასტიკე შეიძლება იყოს მხოლოდ რგოლი მათი მცდელობების მთელი სერიიდან, ვინც 2014 წლიდან ებრძვიან ჩვენს ქვეყანას კიევის ნეონაცისტური რეჟიმის ხელით. ნაცისტები კი, კარგად ცნობილია, არასდროს ამბობდნენ უარს თავიანთი მიზნების მისაღწევად ყველაზე ბინძური და არაადამიანური საშუალებების გამოყენებაზე. განსაკუთრებით დღეს, როცა მათი რეკლამირებული კონტრშეტევა მთლიანად ჩაიშალა. ეს უკვე ყველამ აღიარა და სადავო არ არის“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვში ჩადენილი ტერაქტი დაშინების სისხლიანი აქტია და მისი მიზანი რუსულ საზოგადოებაში პანიკის დათესვაა. ამავე დროს, როგორ პუტინმა განაცხადა, თავდასხმა მიზნად ისახავს, უკრაინიაში მობილიზაციის შესახებ ახალი კანონის მიღებას და საკუთარი მოსახლეობისთვის ჩვენებას, „რომ კიევის რეჟიმისთვის ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის“.

„რა თქმა უნდა, პასუხი უნდა გაიცეს კითხვაზეც: რატომ ცდილობდნენ ტერორისტები დანაშაულის ჩადენის შემდეგ უკრაინაში წასვლას, ვინ ელოდა მათ იქ? ნათელია, რომ მათ, ვინც კიევის რეჟიმს უჭერს მხარს, არ უნდათ იყვნენ ტერორის თანამონაწილეები და ტერორიზმის დამფინანსებლები, მაგრამ მართლაც ბევრი კითხვაა“, - თქვა პუტინმა.

„ავადმყოფი და ცინიკური არსება“, - ასე გამოეხმაურა პუტინს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, პუტინისთვის ყველა ტერორისტია, საკუთარი თავის გარდა. „თუმცა, უკვე ორი ათეული წელია თავად იკვებება ტერორით. სწორედ ის არის ყველაზე დიდი ფანჯარა ტერორისთვის, ის და მისი სპეცსამსახურები. და როცა ის აღარ იქნება, მასთან ერთად გაქრება მოთხოვნა ტერორსა და ძალადობაზე, რადგან ეს მისი მოთხოვნაა, სხვა არავისი“.

ბოლო ინფორმაციით, 22 მარტის საღამოს, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 139 ადამიანი დაიღუპა, 182 კი დაშავდა.

რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყეს და 11 ადამიანი დააკავეს, მათგან „4 უშუალო შემსრულებელია“. მოსკოვის სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, თუმცა რუსეთის ხელისუფლება და პროპაგანდისტები „უკრაინული კვალის“ შესახებ საუბრობენ. უკრაინის ხელისუფლებამ ცალსახად განაცხადა, რომ მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვთ.

ჯერ კიდევ 7 მარტს, მოსკოვში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა, რომ აკვირდებოდნენ ცნობებს იმის შესახებ, რომ ექსტრემისტებს ჰქონდათ „გარდაუვალი გეგმები“ მოსკოვში დიდი შეკრებების, მათ შორის, კონცერტების მიზანში ამოღების თაობაზე. აშშ მოქალაქეებს მოუწოდებდა, ხალხმრავალ ღონისძიებებში მონაწილეობა არ მიეღოთ.

ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე შეერთებულმა შტატებმა „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან თავდასხმის საფრთხის შესახებ რუსეთის ხელისუფლებაც გააფრთხილა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).