ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა კომპანია RMG GOLD-თვის ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვებაზე ნებართვის მიცემა გააპროტესტეს. მოსახლეობა შიშობს, რომ ამ ფორმით ოქროს მოპოვება უარყოფითად იმოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე, სოფელზე, დააბინძურებს მიწას, გარემოს, სარწყავ წყალს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
მუშევანი ბოლნისიდან 14 კილომეტრით არის დაშორებული. სოფელში 1000-მდე ადამიანი ცხოვრობს, ეთნიკური აზერბაიჯანელები. მუშევანში არ არის საბავშვო ბაღი, სასმელი წყალი, ბუნებრივი აირი, მოუწესრიგებელია სოფლის შიდა გზები და სარწყავი სისტემა. კომპანია ადგილობრივებს სწორედ ამ პრობლემების გადაწყვეტას დაჰპირდა და მემორანდუმის გაფორმებაც შესთავაზა, თუმცა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უარი თქვა.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციის თანახმად, წიაღისეულის მოპოვება მუშევანიდან 808 მეტრში ღია კარიერული წესით მოხდება, რაც მოითხოვს კვირაში 1-2 აფეთქებას, მოპოვებული მადნის ტრანსპორტირება კი დაგეგმილია ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით. ასევე, სოფელთან ახლოს უნდა ააშენონ მასშტაბური დამხმარე ინფრასტრუქტურა, კერძოდ, საწარმოო მოედანი, მომსახურე პერსონალის ოფისი, ტექნიკის ავტოსადგომი, მისასვლელი გზები და სხვა. კარიერის მიმდებარედ განთავსდება 25,7 ჰექტარი ფართობის ფუჭი ქანების სანაყარო.
ამ ეტაპზე დაგეგმილი საქმიანობა გულისხმობს ღია კარიერული წესით ოქროს და სპილენძის მოპოვებას მომდევნო 6 წლის განმავლობაში, თუმცა კომპანიას აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს როგორც ამ ვადის, ისე, მოპოვების არეალის გაზრდა.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, 1-ელ ნოემბერს, მუშევანთან ახლოს ოქროს მოპოვებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით მხოლოდ 11,27 ჰა ფართობის ტერიტორიაზე გასცა, თუმცა ლიცენზიით განსაზღვრული სამთო მინაკუთვნის საერთო ფართობი 175,8 ჰექტარია. შესწავლის და მარაგების დაზუსტების შემდეგ, კომპანიას უფლება აქვს ახალი ნებართვების გაცემა აღნიშნულ ტერიტორიაზეც მოითხოვოს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც მუშევანის მოსახლეობას იურიდიულ საკითხებში ეხმარება, აცხადებს, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ოქროს მოპოვებაზე ნებართვა კანონით განსაზღვრული პროცედურებისა და მოთხოვნების დარღვევით გასცა; პროცესში ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობის მონაწილეობა სათანადოდ არ იყო უზრუნველყოფილი; სააგენტომ, ასევე, კანონის დარღვევით არ განიხილა და უგულებელყო მათ მიერ წარდგენილი შენიშვნები. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აპირებს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.
