46-მა ტელეკომპანიამ და ინლაინგამოცემამ დღეს, 14 იანვარს, სამი საათით მუშაობა შეაჩერა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის დაპატიმრების გამო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
17:00-დან 20:00 საათამდე, გაფიცული მედიასაშუალებების ტელეეკრანებზე, ვებსაიტებსა და სოციალური ქსელების გვერდებზე განთავსებული იყო შავი ფონი, წარწერით: „ასეთი იქნება ქვეყანა კრიტიკული მედიის გარეშე. სოლიდარობა მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს! ჩვენ გავიფიცეთ!”
დღეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილებას დარბაზში საპროტესტო შეძახილები - „მონებო“, „რუსებო“, „თავისუფლება მზიას“ - მოჰყვა. ჟურნალისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი „სამაგალითოდ ისჯება“, რაც კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებას ისახავს მიზნად.
მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად გაიფიცნენ:
- ტელეკომპანია „ფორმულა“
- ტელეკომპანია „პირველი“
- „მთავარი არხი“
- „ტვ პალიტრა“
- ტელეკომპანია „კავკასია“
- BMG
- „ნეტგაზეთი“
- „ბათუმელები“
- „პუბლიკა“
- „ინდიგო“
- „ჯემნიუსი“
- „სტუდია მონიტორი“
- „მთის ამბები“ / „საქართველოს ამბები“
- „მედიაჩეკერი“
- Chai Khana
- „ტაბულა“
- On.ge
- OC Media
- „მედია აპრილი“
- Civil.ge
- „პროექტი 64“
- „რეალპოლიტიკა“
- სათემო რადიო „მარნეული“
- Qartli.ge
- „აი, ფაქტი“
- „მაუწყებელი“
- TOK TV
- „ფორბს - საქართველო“
- „სამხრეთის კარიბჭე“
- „აგროგარემო TV“
- ტელეკომპანია „ოდიში“
- რადიო „ოდიში“
- „იმერვიზია TV“
- „გურია TV“
- „მეცხრე ტალღა“
- „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“
- „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი“ (GARB)
- „აჭარა თაიმსი“
- „აქცენტი“
- TV 25
- TV „მონიტორინგი“
- „ჩემი ხარაგაული“
- CNews Exclusive
- „ინფო იმერეთი“
- „რადიო ათინათი“
- „მეგა ტვ“
არ გაფიცულა, თუმცა მზია ამაღლობელს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა „ევრონიუს ჯორჯიამ“.
