„ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი კრიზისის განსამუხტად ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ჩვენი ყველა ნაბიჯი, მოქმედება, აქტივობა ამ მიზნის მისაღწევად იქნება მიმართული“, - განაცხადა 5 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. მანვე პარტიის სტრატეგიული გეგმა წარადგინა:
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები - სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო აქციები, ვადამდელი არჩევნების მისაღწევად;
უწყვეტი ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებთან - ვესაუბრებით ყველგან, ქალაქებსა და სოფლებში, ქუჩებსა და სკვერებში ევროპული არჩევანის დაცვისა და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე. მათ წარვუდგენთ ხედვებს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს თვეებში ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, როგორ ქვეყანას ავაშენებთ ცვლილებების შემდეგ;
უცხოელ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაცია - აშკარაა, ჩვენი მეგობრები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რომ რუსული ოცნების პირობებში საქართველომ გადაუხვია დასავლურ გზას. ვაღიაროთ, ასეთი განწყობა მათი მხრიდან არ იყო არც 2020 და არც 2021 წლებში. ამ მოძრაობის შედეგად, ფართო საზოგადოებრივი ჩართულობითა და საერთაშორისო ზეწოლის გენერირებით, პოლიტიკური აქტივობების და პროტესტის მზარდი მასშტაბებით, მუხტით, უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები“.
პარტიის „გირჩი მეტი თავისუფლება“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც მიიჩნევს, რომ რიგგარეშე არჩევნები ერთადერთი გზაა, საქართველო ევროატლანტიკურ განვითარებას დაუბრუნდეს.
„გირჩი-მეტი თავისუფლება“ იმ პარტიების მცირე ჩამონათვალშია, რომელთაც არასდროს მოუხსნიათ დღის წესრიგიდან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა. მთავარი მოთხოვნა საქართველოს მიმართ არის დეოლიგარქიზაცია და მისი ერთადერთი გზა არის რიგგარეშე არჩევნებით ამ ხელისუფლების გაშვება. არც დასავლეთში და არც ქვეყნის შიგნით არავის სჯერა, რომ ოლიგარქიული მმართველობა საკუთარ თავს თვითონ დაასრულებს.
რიგგარეშე არჩევნები არის გზა, მაგრამ მის მიღწევას სჭირდება სხვა ტიპის აქტივობები - ქუჩა, პროტესტი, დაუმორჩილებლობა, ყოველ დილით გააზრება იმისა, რომ თავზე გასხედან უზურპატორები, რომელთაც ძალაუფლება აქვთ მიტაცებული.
არანაირ 12 პუნქტზე სერიოზული მუშაობა არ მიმდინარეობს. ვერანაირი 12 პუნქტის შესრულება ვერ მოხდება ამ ქვეყანაში - ეს არის ზღაპარი და ივანიშვილის მცდელობა, რომ ყალბი პოლიტიკური პროცესი შექმნას, რომელიც დასრულდება ან არაფრით, ან გადაგდებით და ტყუილით, რაც ქვეყანაში ბოლო წლებში არაერთხელ ვნახეთ“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
პარტია ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ვადამდელი არჩევნები ნამდვილად არის შექმნილი პოლიტიკური კრიზისისგან გამოსავალი, თუმცა თუ არჩევნები იმ კანონმდებლობით ჩატარდება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, თავის არსს კარგავს.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული ნებისმიერი აქცია წარუმატებლობისთვის არის განწირული: „ისინი რჩებიან საკუთარ დღის წესრიგში, საუბრობენ მუდმივად აქციებზე, რიგგარეშე არჩევნებზე, თუმცა საკუთარ ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომლებსაც აყენებენ.
სრულიად არარელევანტურია ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს. აბსოლუტურად წარუმატებლობისთვის არის განწირული ნებისმიერი მათ მიერ დაანონსებული აქცია.
თუ არ ვცდები ეს სიტყვები იყო გამოყენებული - „უმძიმესი კრიზისი“. ერთადერთი ადგილი, სადაც არის პოლიტიკური კრიზისი, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. შიგნით აქვთ მათ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც, როგორც ჩანს, დაძლევადი არ არის. ამას საზოგადოება ხედავს. ყველამ იცის, რომ შიგნით არის ფლანგები - სააკაშვილი და მელია ერთმანეთს ვერ იტანენ. ერთმანეთს ერჩიან და ეს გარეთაც არის გამოტანილი, უფრო მეტიც, მათი მხარდამჭერებიც კი ერთმანეთთან არიან დაპირისპირებულები. ეს არის შიდა დაპირისპირებები, საერთო სისუსტე, რომელსაც ისინი ავლენენ. აერიათ ქვეყანაში ვითარება, ყველა ეს მცდელობა ჩავარდა. ესეც განაპირობებს, რა თქმა უნდა, მათ შიდა დაპირისპირებებს, იმედგაცრუებას მათი პარტიის რიგებში“.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდა. კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის მომდევნო არჩევნები ქვეყანაში 2024 წელს უნდა გაიმართოს.