პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა იმსჯელონ, ვინ იქნება დროებითი, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობაში. მათი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არ ყოფილა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„ძალაუფლება ამ ქვეყანაში ეკუთვნის ქართველ ხალხს. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კანდიდატურა თუ კანდიდატურები უნდა იქნას განხილული არჩევნების შემდეგ და ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ ვუთხარით [პრეზიდენტს]. არანაირ კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, ყველაზე მთავარი ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ და ქვეყანა დავაყენოთ ევროპულ კურსზე. რაც შეეხება კანდიდატებს, კანდიდატების განხილვა არ ყოფილა. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები და მისი შედეგები ეკიუთვნის ხალხს და ამ არჩევნების შედეგად უნდა მოხდეს ყველა დანარჩენი საკითხის განხილვა ქარტიის [„ქართული ქარტია“] ფარგლებში. ...
ქართველი ხალხის არჩევანი არის უზენაესი. ჩვენ ჯერ უნდა დაველოდოთ 26 ოქტომბერს, გავიმარჯვოთ, გავაფორმოთ ეს გამარჯვება მშვიდობიანად და შესაბამისად, ქარტიის ფარგლებში, პრეზიდენტი, როგორც გარანტორი ამ ძალაუფლების გადაცემის და ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბების, იქნება მთავარი ფიგურა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
იგივე გაიმეორა ლევან ცუცქირიძემ, რომელიც კოალიცია „ძლიერ საქართველოში“ შემავალი პოლიტიკური მოძრაობის „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელია. ცუცქირიძის თქმით, ევროპულ დემოკრატიებში მთავრობები ყალიბდება მას შემდეგ, რაც ამომრჩევლის ნება არის გასაგები.
„კონკრეტულ ადამიანზე ან შემადგენლობაზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ განვიხილეთ წინასაარჩევნო პროცესი, ვისაუბრეთ „ქართული ქარტიის“ განხორციელების საკითხებზე და იმაზე, რომ ქართველი ხალხის ნება, რომელიც უნდა გამოიხატოს არჩევნებზე, უნდა იყოს - ისე, როგორც ეს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაშია - ყველაფრის გადამწყვეტი. არანაირ სახელებზე, არანაირ კაბინეტის შემადგენლობაზე საუბარი არ ყოფილა და ჩემი აზრით, ეს მართებულია“, - აღნიშნა ცუცქირიძემ.
7 ოქტომბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული დროებითი მთავრობის კანდიდატების შესარჩევად პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები დაიწყო. მანამდე, ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს. სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა და საჭიროა დაიწყოს მოლაპარაკებები მინისტრობის კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით.
